მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ოსიმენი და მისი კამანდა შარშანაც იქ იყო მაგრამ სკუდეტოსგან შორს იყვნენ .. კვარას გადმოსვლამ განაპირობა ეგ ამბავი ასერომ ჩემო ნიგერიელო ძმებო ყველაფერი ლოგიკურადა მეფე კვარააააააააა... გასაგებია ეს
ww
07 მაისი 2023 04:09
2
ოსიმენმა 6 გოლი შეაგდო ხვიჩას პასით და 4 მეკარის მიერ ხვიჩას დარტყმულის მოგერიებულზე დაამატა.
1964 ავთო
07 მაისი 2023 02:30
0
კვარას არ დასდევდეს მოწინააღმდეგის 3 მცველი ზოგჯერ მეტიც და ოსიმენს რა თავისუფალი სივრცე დარჩებოდა გოლის გასატანად მერე ენახათ აღარფერს ვამბობ კვარას სტატისტიკაზე ჩაკეტილი თამაშის გახსნაზე და იმ საფეხბურთო შოუზე რასაც კვარა დგამს! თან ეს მხოლოდ დასაწყისია!!!
ნკ
07 მაისი 2023 18:24
1
სერია ა-ს მეფე, ქართველია.
ლიგა 2-ს მეფე ქართველია.
გაგრძელება იქნება.
100%
07 მაისი 2023 16:22
0
მეფე მარტო იმას არ ნიშნავს რომ საუკეთესო მეომარიაა.მეფეს სხვა თვისებები აქ.მოეგო სკუდეტო ოსიმენს მანამდე ვინ უშლიდ?სწორედ კვარას მისვლის მერე გახდა ნაპოლი სხვა დონე სხვა გუნდი მაგიტომააა ეს სიმბოლური ნახატი.მივედი ვნახე გავიმარჯვე.ეს გააკეთა კვარამ.ვინ ვინ და იტალიელბმე კარგად იციან ეს ფრაზა
მოსეხონელი
07 მაისი 2023 08:52
2
ქალბატონმა კარმენ კაკავალემ რო დაიხატა ოსიმენი ჩვენ ვთქვით რამე?დდდდდდ
რრრ
06 მაისი 2023 22:40
1
სადღაც მაგათიც მესმის, იმედია კვარას არაფერში დაადანაშაულებენ.
ეეე
06 მაისი 2023 23:07
2
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, რა მინდა ვთქვა გადავხედე კომენტარებს და გული მეტკინა ადამიანურად იმის მაგივრად რომ ამ ნიუსით გეამაყათ და გახარებული ყოფილიყავით პირიქით დაიბოღმა ბევრი ეს კი ქართველს არ შეშვენის მითუმეტეს რომ იტალიელებმა აღიარეს ჩვენი ოქროს ბიჭი და ჩვენ უნდა დავაკნინოთ? არ გვხვენიათ? მეორე კიდე როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ერთმანეთს ორივეს განსხვავებული პოზიცია და როლი აქვთ გუნდში იტალიელები სწორედ ამ როლის და მნიშვნელოვის გამო უწოდებენ მეფეს და არა იმიტომ რამდენი გოლო გაიტანა...გაუმარჯოს კვარას ჩვენ სიამაყეს წარმატებები და ულევი სიხარული მას
Zellllll
07 მაისი 2023 18:05
0
იტალიელებმა გვირგვინი დაადგეს და ესენი იძახიან, არ ეკუთვნისო.
100%
07 მაისი 2023 16:04
0
მესი და რონალდოს პონტია რა... რონალდოს კი ბევრი გოლის შეყრა შეეძლო, მაგრამ თამაშის წაყვანა მესიმ იცოდა და ეგ მეტად ფასდება კიდეც. ოსიმენმაც ბევრი ეპიზოდი კი დაასრულა გოლად, მაგრამ მაგ საგოლე მომენტების უმეტესობას კვარა ქმნიდა.
nika
07 მაისი 2023 03:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული