
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ხვიჩამ თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო, 45-ე წუთზე ირვინ ლოსანომ ტრავმა მიიღო, რის გამოც სპალეტიმ იძულებითი ცვლილება განახორციელა და მექსიკელი გარემარბი ქართველმა ჩაანაცვლა.
სპორტულ საიტ Sofascore-ს მიხედვით ხვიჩა კვარახელიას შეფასება ერთ ტაიმში 7.0-ს შეადგენდა.
ყველაზე მაღალი ქულა პერლუიჯი გოლინიმ ("ნაპოლის" მეკარემ") 7.2 დაიმსახურა.