ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "პარტენოპეისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 22 წლის გარემარბის შენარჩუნება სურს და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "კვარა" ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს და გათვლილი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ხვიჩას წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება, გარდა ამისა კონტრაქტში გაწერილი იქნება ბონუსებიც.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ წელს ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეუერთდა. ახალგაზრდა შემტევს "პარტენოპეისთან" მიმდინარე კონტრაქტი
2027 წელს ეწურება. 

alt"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

altხვიჩამ ყველაფერი შეცვალა - "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 13 /
2,5 მლნ არ არის ადეკვატური ხელფასი, უფრო მეტიც, ძალიან შორსაა! რა ეჩქარება კვარასაც კიდევ ერთლი წლით გაგრძლება? მგონია არ არის სარწმუნო ინფორმაცია!
Irakli
08 მაისი 2023 11:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული