"მარადონასი არაფერი სცხია, 10 ნომრიანი მაისური ამის გამო უნდა მისცეთ" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება

AutoSharing Option
Corriere dello Sport-თან ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტმა ალესანდრო ბარბანომ განაცხადა, რომ ხვიჩას 10 ნომრიანი მაისური უნდა გადასცენ.

"მოდი მივცეთ კვარაცხელიას 10 ნომრიანი მაისური. ეს იდეა არ მოდის შედარების გამო, უბრალოდ ქალაქისა და სიყვარულიდან გამომდინარე. ხვიჩას მარადონასი ბევრი არაფერი სცხია, ვგულისხმობ ფიზიკას, მარცხენა ფეხით თამაშს, არც სტილს, თუმცა მისი ორიგინალური, ვირტუოზული მანევრები აოცებს ხალხს, გულშემატკივრებს, რითაც ნეაპოლური სილამაზის სახე გახდა.

"კვარას" სკუდეტოს მომგებ გენიოსად ვაღიარებ, მან წარმოუდგენელი ემოციები გვაჩუქა. მიეცით მას 10 ნომრიანი მაისური, რომელიც ისეთივე ღირებული იქნება, როგორიც საქორწინო ბეჭედი" -
განაცხადა ბარბანომ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
არამც და არამც არ უნდა ითამაშოს 10 ნომრიანი მაისურით. 77 მირჩევნია ეცვას ბოლომდე და მომდევნო თაობამ მინდა რომ 77 იმიტომ აიღოს კვარას ეცვა და მაგარიაო. ღმერთი შენსკენ კვარა. შენ შეგიძლია ისტორია დაწერო 77 ნომერი ყველას შეაყვარო. ხომ იცი ნომერი არაფერ შუაშია შენ შემთხვევაში. 20 ნომრით თამაშობდი ბათუმში და ძალიან კარგად გაგქონდა გოლები. ნაპოლში რომ გადახვედი 77 ნომერი აიღე დასუსტდი თუ გაძლიერდი? ნომერი რომ არ გეწეროს საერთოდ მაინც მაგარი იქნებოდი და მაინც შენზე ილოცებდნენ. ასე რომ მე ვფიქრობ ნომერი არ უნდა შეიცვალო.
roma bejanidze
14:08 08-05-2023
5
ადრეც დავწერე. ზედმეტი პასუხისმგებლობაა ხვიჩასთვის, მარადონას მაისურის ტარება. არაფერში არ სჭირდება.
ერთი ჩაგდებული თამაში, ან გაფუჭებული პენალტი და მაგ მაისურს ეგრევე დააყვედრიან.
მე შენ გეტყვი და დიდხანს იფიქრებენ ნაპოლის გულშემატკივრები მოვლენების შესაფასებლად.
მიშა
14:00 08-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული