goal.philenews-ის ცნობით, "ანორთოსისში" ჩატარებული ოთხი სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სხვა გუნდში გადავა.
"ანორთოსისი" სერიოზულად აპირებს გადახალისებას, ალბათ, მწვრთნელსაც გამოიცვლის და ლორიას 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაუწყვეტენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ 37 წლის ქართველისადმი პატივისცემის ნიშნად, მიღებულ გადაწყვეტილებას მას კლუბის პრეზიდენტი ანდრეა სანტი პირადად შეატყობინებს.
ლორიამ ყველა ტურნირზე ფამაგუსტური გუნდის შემადგენლობაში 126 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კვიპროსის თასის მფლობელი გახდა.
რაც "ანორთოსისი" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ქართველმა ლეგიონერებმა დატოვეს, გუნდი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის და ლორიასაც უკეთეს კლუბში
გადასვლა
უჯობს.