გიორგი ლორია "ანორთოსისს" დატოვებს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, "ანორთოსისში" ჩატარებული ოთხი სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სხვა გუნდში გადავა.

"ანორთოსისი" სერიოზულად აპირებს გადახალისებას, ალბათ, მწვრთნელსაც გამოიცვლის და ლორიას 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაუწყვეტენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ 37 წლის ქართველისადმი პატივისცემის ნიშნად, მიღებულ გადაწყვეტილებას მას კლუბის პრეზიდენტი ანდრეა სანტი პირადად შეატყობინებს.

ლორიამ ყველა ტურნირზე ფამაგუსტური გუნდის შემადგენლობაში 126 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კვიპროსის თასის მფლობელი გახდა.

რაც "ანორთოსისი" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ქართველმა ლეგიონერებმა დატოვეს, გუნდი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის და ლორიასაც უკეთეს კლუბში
გადასვლა
უჯობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაბრუნდეს დინამო თბილისში ჯობია 1 სეზონით,კუტალაძეც ბევრ რამეს ისწავლის მისგან.კერესელიძე კიდევ იჯარით გაუშვან რომელიმე კლუბში,ცოდვაა ეს ბიჭი სკამზე.1 სეზონი და შემდეგ კარიერის დასრულება და იგივე ნაკრებში მეკარეების მწვრთნელობა შეუძლია ლორიას.არამგონია ამჟამინდელ მწვრთნელზე ნაკლებად გამოუვიდეს ეგ საქმე.მაკარიძის დამატებაზეც თუ იმუშავებს თუნდაც დინამო ბათუმი კარგი იქნება,არაა ეგეც დასაკარგი მეკარე.პლუს ზაურ მახარაძე გახსოვთ?უკრაინაში დაბადებული,ზორიაში რომ თამაშობდა და საქ.მოქალაქეობა რომ მიიღო. თითქმის 1 წელი უკლუბოდაა ეს ბიჭი,თუ მიაქცევენ ყურადღებას კარგი იქნება.ბელარული და უკრაინელი მეკარეების ჩამოყვანას ასეთ ბიჭებს რომ მიაქციონ ყურადღება უკეთესი იქნება!
მეზღვაური
09:55 10-05-2023
0
ლორია ბათუმის დინამოში!
მერაბი
09:37 10-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული