კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
მარტო რუსეთის ჯიბრზე უნდა წამოვიყვანოთ ეს ბიჭი ნაკრებში.
მივცეთ შანსი, თუ ივარგა მაგას რა სჯობია, ხოლო თუ არა და არც ითამაშებს ნაკრებში.
სამაგიეროდ ვეღარც რუსეთში ითამაშებს და რუსების კბილების ღრჭენად ნამდვილად ღირს.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც მათ ჩვენ ფეხბურთელები დაგვიღუპეს. საკმარისია.


დდ
22:28 05-06-2023
1
რა გიხარიათ ჟურნალისტებო?ეს არის კარგი ამბავი?!
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული