РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:
"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.
ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.
მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".
დაიბადეთ რუსეთში. ქართული მხოლოდ გვარი გაქვთ. არც ქართული იცით და შეიძლება, არც ხართ ნამყოფი საქართველოში.
ცხოვრობთ და თამაშობთ რუსეთის უმაღლეს ლიგაში. შეჰყავხართ რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. ანუ, მთელი წარსული, აწმყო და მომავლის გეგმები დაკავშირებული გაქვთ იმ ქვეყანასთან, სადაც დაიბადეთ და ცხოვრობთ.
ფაქტიურად, საქართველოსთან არანაირი ემოციური ბმა არ გაქვთ.
ამ დროს, გეკონტაქტებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და მათ ნაკრებში თამაშს გთავაზობენ. შეიცვლიდით მოქალაქეობას და წახვდოდით?
რას ვამადლით ამ ადამიანს, ქართულ გვარს?
სომხები ყველაფერში როგორ უნდა გვჯობდნენ. არგენტინაში დარბოდნენ, რომ ცოტა სომხურს მიმგვანებული გვარი თუ ექნებოდა მოქმედი ფეხბურთელის დიდი ბებიის დეიდის გარე ნათესავს, არწმუნებდნენ სომეხი ხარ და ჩვენთან ითამაშეო.
გვაქვს ჩვენ ასარჩევად საქმე? მით უმეტეს, იმ პოზიციაზე, რომელზეც მარადიშვილი თამაშობს.