კაშიამ და კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გააგრძელეს

AutoSharing Option
"სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივა კმოტრიკმა სლოვაკურ "პრავდასთან" განაცხადა, რომ ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ კონტრაქტები ერთი წლით გაახანგრძლივეს.

კმოტრიკის თქმით, ქართული ელიტური წყვილი მომავალ სეზონშიც მათ გუნდში ითამაშებს, ისინი ყოველ მატჩში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ, ევროტურნირებზე და ჩემპიონატზე დაამტკიცეს, რომ თავდაუზოგავი ფეხბურთელები ჰყავთ და კაშიასთან და კანკავასთან თანამშრომლობის გაგრძელებით ძალიან ბედნიერია.

"სლოვანი" გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ტიტულის დაცვასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაბა გვიშველე!!! ორი წლით დაბრუნდი ნაკრებში!!! ძალიან კარგი და პერსპექტიული პატარა ბიჭების "ფეხზე დადგომაში" მიიღე მონაწილეობა!!!
ვაჟა მასწ.
00:57 11-05-2023
6
ჩაკვეს როდემდე აქვს კონტრაქტი? მემგონი გიო არ გააგრძელებს კონტრაქტს...
ლაშა
08:13 11-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული