ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "აბერდინთან" ერთად ავსტრიული ვენის "რაპიდიცაა" დაინტერესებული.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მხოლოდ მის იჯარაზე ფიქრობს.

23 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს იწურება) ავსტრიულ და შოტლანდიურ კლუბებს კი ბელგიელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, "რაპიდის" ღირსებას წარსულში გიორგი ქვილითაია იცავდა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ვენური გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-4 ადგილზეა და დიდი ალბათობით, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ჩაკვეტაძე ამჟამად იჯარით
"სლოვანში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
გუშინ აბერდინზე იწერებოდა და ჩემი აზრით რაპიდი უკეთესი ვარიანტია, ავსტრიის ჩემპიონატიც უფრო მაღალი დონისაა ვიდრე შოტლანდია და მით უმეტეს სლოვაკეთი. ჩაკვეს ბევრი აქვს მომდევნო სეზონში დასამტკიცებელი, სლოვანში ნორმალური სეზონი ქონდა, სამწუხაროდ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არაუშავს სამაგიეროდ მოვიდა ჯანზეც და თამაშიც იგრნო, ამიტომ იმედი მაქვს შემდეგი სეზონი უკეთესიბექნება.
gionat
13 მაისი 2023 08:50
0
იმისდამიუხედავად რომ აბერდინი ამ მომენტში შოტლანდიაში მე-3 ადგილზეა, თუ არჩევანი გაიჩითა, მაინც მგონია რომ რაპიდის ვარიანტი ჯობია. უდიდესი სხვაობაა შოტლანდიაში სელტიკი-რეინჯერსისა და დანარჩენ შოტლანდიას შორის. აბერდინიც ისეთი გუნდია რომ იქ მოთამაშე ნორმალურ ფეხბურთელს არც არავინ აკვირდება. უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია და გლაზგოსგან და ედინბურგისგან მოწყვეტილია. მოკლედ ჯობია ისევ რაპიდი. აქედან ვთქვათ ისევ გერმანიაში გადასვლა უფრო რეალურია, ვიდრე შოტლანდიის ჩემპიონატიდან სადმე გადასვლა
ggggg
13 მაისი 2023 01:16
0
გერმანია და კაი ცხოვრება სადაა. ეყყობა ზარმაცია გიო. გადააკვდა ყველა ნაკრებიდან დაწყებული სლოვანით დამთავრებული მარა ვერ პროგრესირებს. გაჩერდა. მაგას ჯობია თბილისის დინამოში ჩამოვიდეს და ითამაშოს. სხვაგან ეგ ვერ გაქაჩავს და რაც გენკში და ჰამბურგში მოუვიდა იმაზე უარესი დაემართება. სამწუხაროდ
მათე
13 მაისი 2023 07:08
2
ლა ლიგა მოუხდებოდა ჩაკვეს❤️
ანი
12 მაისი 2023 18:17
1
სამწუხაროდ მატარებელმა გაასწრო და შემდეგის მოსვლას ელის...
ლაშა
12 მაისი 2023 19:22
3
გენტის მწვრთვნელმა თქვა ვარჯიში ეზარებაო და ვის აბრალებთ? კარგათ რომ თამაშობდეს გენტი არსად გაუშვებდა.
ვა რა დონეა
12 მაისი 2023 20:46
11
რა იყო
მონობის კოტრაქტი დაუდევეს?!
ვინაა მაგის აგენტი? აგენტია თუ მტერი???
₾ადო
12 მაისი 2023 16:41
1
ნუ გუნდი ალბათ რაპიდი უფრო ძლიერია აბერდინზე.მაგრამ შოტლანდიაა ხისტი სტილი,იქვეა სელტიკი და რეინჯერსი. პრემიელიგაც ახლოსაა.ავსტრიიდან კი არ მახსენდება ქართველი უფრო მაღალ დონეზე გასულიყოს.შოტლანდიიდან მაგალითად ხიზანა გადავიდა პრემიერლიგაში.ამ ფაქტორების გამო ვფიქრობ რაპიდის ვარიანტს აბერდინის ვარიანტი სჯობს.თუმცა კიდევ გამოჩნდება სხვა ვარიანტები აუცილებლად.
Master
12 მაისი 2023 16:32
2
ეს ლაშა ჯაკობიას თუ ვერ დაეხსნა, გინდა აბერდინში გადავიდეს და გინდა რაპიდში აზრი არ აქვს. ნომერ 1 ამოცანაა ჯერ ის, რომ თავის ე.წ. გარემოცვას თავი დააღწიოს და მენტალურად დაბრუნდეს სპორტში
მდა
13 მაისი 2023 11:47
1
რა ნიჭიერია ეს კაცი. საოცარი ფეხბურთელია სრულიად. როგორ გრძნობდა ტემპს, მოედანს, თანაგუნდელებს, როგორი შემსრულებელი იყო, უბრალოდ რაღაც მომენტში უცნაურობა დაემართა, ტრავმას არ ვგულისხმობ. მენტალურად შეიცვალა, გეგონება დასაძინებელ აბებს ღებულობს :( თავჩაქინდრული, რაღაც უაზრო გამომეტყველებით დარბის და ჩემი რჩევა იქნებოდა, საინტერესო წიგნის კითხვა დაიწყოს და ლუდს თუ სვამს ბევრს, მოუკლოს, რაღაცაშია საქმე და ძნელი მისახვედრია რა ხდება. ჯერ ახალგაზრდაა და ეხლა თუ გამოფხიზლდა და გულიანად მიუდგა საქმეს გამოუვა ყველაფერი ალბათ. მიდი გიო, მიდი ჯიგრულად
კაპიტან გარდენბურგი
14 მაისი 2023 03:09
0
უნდა წავიდეს შოტლანდიაში კარგად ან თუნდაც ნორმალურად თუ ითამაშებ, ჩემპიონშიფიდან დაწინაურებული გუნდი მაინც აგიყვანს სხვა თუ არავინ.
!
13 მაისი 2023 01:20
2
ლა ლიგა კარგია მაგრამ სერია ა ჯობია გიოსთვის
ჯონი
12 მაისი 2023 19:23
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული