ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "აბერდინთან" ერთად ავსტრიული ვენის "რაპიდიცაა" დაინტერესებული.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მხოლოდ მის იჯარაზე ფიქრობს.

23 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს იწურება) ავსტრიულ და შოტლანდიურ კლუბებს კი ბელგიელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, "რაპიდის" ღირსებას წარსულში გიორგი ქვილითაია იცავდა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ვენური გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-4 ადგილზეა და დიდი ალბათობით, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ჩაკვეტაძე ამჟამად იჯარით
"სლოვანში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
4-წელი გენტის საკუთრებაა და კიდევ სამი დარჩა? 2026-მდე?! ბარემ მუდმივი კონტრაქტი გაეფორმებინათ...ყოჩაღ აგენტებს...
romandro
12 მაისი 2023 15:59
1
მეგობარო, გეთანხმები. ფიქრი მხოლოდ ჯიბეზე. ეს ბიჭი არის მოვლენა. ეხლა მაინც არ უნდა დაუშვან შეცდომა. მიდი გიო, აუცილებლად გაიბრწყინებ.
გიორგი
12 მაისი 2023 16:38
1
კარგი, აგენტი როგორიც ყავს ცხადია. თვითონ ჭკუა არ ქონდა მაგდენი? იტყვით 19 წლის იყოო, პატარაო, ჯერ ეგ ერთი 19 წლის ახალგაზრდა ბავშვი არ არის რომ ვარ აცნობიერებდეს რას აკეთებს და მეორეც, ზრდასრული პატრონი და გულშემატკივარი არავინ ყავდა გარშემო?! რა ხუთწლიანი კონტრაქტი, აზროვნებდა საერთოდ? სხვა ვარიანტი არ ქონდა დავიჯერო?! ან თუ გენტის დონის გუნდის 5 წლიანი კაბალის გარდა არაფერი ჩანდა, დარჩენილიყო დინამოში კიდევ ერთი წელი, ნაკრებში თავის გამოჩენის პრობლემა მაგას არ ქონდა და აუცილებლად გამოჩდებოდა ნორმალური ვარიანტი. მაგის აგენტს კი საერთოდ არავინ უნდა გაეკაროს ამის მერე!
არტ
12 მაისი 2023 18:57
1
თუ ისევ იჯარაზეა ლაპარაკი,სლოვანში დარჩენა არ ურჩევნია?სავარაუდოდ,ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს,სლოვანი და თანაც ყველა იცნობს და აფასებს გიორგის.მომავალ სეზონში,უკვე ველი რომ ჩაკვე,გაიხსნება და გოლების გატანასაც დაიწყებს.გენტის კონტრაქტიც დასრულდება და ნორმალური კლუბი წაიყვანს.
სოსო
12 მაისი 2023 16:02
0
ჩემი აზრით ავსტრია და ბელგია თანაბარი დონის ჩემპიონატები არის არც ისე დიდი სხვაობა ამ ორ ლიგას შორის გენტი რაპიდს არაფრით ჯობია ასე რომ რაპიდში წასვლა ამ ეტაპზე კარგი ვარიანტია რადგან ტოპ ლიგის გუნდი ნაკლებ სავარაუდოა რომ ჩაკვეთი დაიტერესდეს რაპიდი თამაშობს ევროტურნირებზე ავსტრის ლიგა ტოპ ლიგების შემდეგ ერთ ერთი საუკეთესო ჩემპიონატია რეიტინგითაც და აბერდინში წასვლას ჩემი აზრით რაპიდი ჯობია თან ავსტრიაში ბევრად უფრო ლამაზი შემტევი და სანახაობრივი ტექნიკური ფეხბურთია უხვგოლიანი მატჩები ხშირად არის ვიდრე შოტლანდიაში სადაც კლასიკური ძალიმიერი ფეხბურთია თან შოტლანდია დაბალი დონის ლიგა შოტლანდიაში თუ ვინმე კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება ყველა მიდის ან პრემიარ ლიგაში ან ჩემპიონშიპში შოტლანდიაში თამაშობენ საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები თუ არ ჩავთლით სელტიკ რეინჯერს დანარჩენი ყველა ერთი დონის გუნდები არიან იქ წასვლას რაპიდი და ავსტრია ბევრად ჯობია.
zaza
12 მაისი 2023 22:14
0
პირველად რომ ქონდა ტრამვა, თუ არ ვცდები მუხლში მყესების დაზიანება, კლუბი ეუბნებოდა, ვეცადოთ თავისით შეხორცდესო. არ დაუჯერეს. ოპერაცია ჯობიაო, თანაც ოპერაცია თბილისში გაიკეთა. თუ ვცდები, შემისწორეთ, არ შემრცხვება ბოდიშის მოხდა. ამ ოპერაციის დროს, ფაქტიურად ფეხი "მოაჭრეს." კიდევ კარგი რომ ფეხბურთის თამაში გააგრძელა, მართლა მაგარი ყოფილა. იქნებ ისიც დაწეროთ, მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ტრამვა ქონდა და ვერ თამაშობდა, ხელფასს აძლევდნენ? ოპერაციის და რეაბილიტაციის ფული კლუბმა გადაიხადა? თუ არა, მაშინ აგენტის ბრალია. თუ კი, მაშინ დაელოდოს 2027-ს.
კაი რა
12 მაისი 2023 19:49
7
რაც დაწერე არაფერი მართალი არ არის, გარდა იმისა რომ ტრავმა ჰქონდა.
თანხას რათქმაუნდა უხდიან, აბა თავისი ჯიბის ფული სად ექნებოდა 2 წელი ეკმარა.
ნუგზარი
12 მაისი 2023 22:18
0
ხომ ვერ დააღწია თავი ამ გენტს. რა შეპირდნენ ასეთი რომ სამუდამო კონტრაქტი დაუდეს.
Ucxo
12 მაისი 2023 18:11
1
რა იყო
მონობის კოტრაქტი დაუდევეს?!
ვინაა მაგის აგენტი? აგენტია თუ მტერი???
₾ადო
12 მაისი 2023 17:27
1
ძალიან ბევრი ფულის დათრევის გამო ჩაკვეს კლუბმა გაუფორმა ვაი აგენტთან შეთანხმებით კაბალური ხელშეკრულება, რადგან გადასვლის მომენტში ჩაკვე ტალანტად ითვლებოდა და რომელიმე გრანდის დაინტერესების შემთხვევაში დიდი თანხით იხეირებდა როგორც კლუბი, ისე აგენტი, მაგრამ ვაი რომ ასე არ მოხდა და გიორგი კინაღამ დალპა გენტში!
ლაშა
12 მაისი 2023 17:15
0
სამწუხაროდ ჩაკვემ ამ სეზონში ვერ აჩვენა ის დონე და თამაში რომ რომელიმე კარგი გუნდი დაინტერესებულიყო მისით მინიმუმ 10 გოლი რომ გაეტანა და 15 ასისტი გაეკეთებინა და გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი გამხდარიყო სლოვანში ისევე როგორც მიქაუტაძეა მეცში კვარაა ნაპოლიში ასევე რომ გამხდარიყო გიორგი სლოვანში და მაქსიმუმ სლოვანი კომფერენც ლიგის ნახევარ ფინალში გასულიყო მისი თამაშით და ა.შ ნამადვილად გამოუჩნდებოდა ახლა ბევრი მსურველები კაი გუნდებიდან მაგრამ რეალურად ამ სეზონში მისი თამაში იყო უბრალოდ დამაკმაყოფილებელი დონის სლოვანისთვის ერთი გოლი 45 მატში 8 ასისტი და საშუალო დონეზე თამაში რაც იყო რეალურად ჩაკვეტაძე ან სეზონში არ იძლევა იმის საფუძველს რომ აბერდნინზე და რაპიდზე უკეთესი გუნდები დაიტერესდნენ მისით.
gela
12 მაისი 2023 22:21
1
აგენტები რა ხვითოც ყავს გასაგებია, მარა მთავარი პრობლემა მაინც მასშია, რომ ორი წელიწადია ტრამვა აღარ აწუხებს და ამხელა პოტენციალის კაცმა იმდენი, როგორ ვერ უნდა აჩვენო, რომ ვინმემ შენში 2 მლ გაიმეტოს?
romandro-ს
12 მაისი 2023 17:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული