მიქაუტაძე ბრდღვნის ყველაფერს - საგოლე პასი გააკეთა და მეტოქე კაცნაკლული დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „მეცმა“ სახლში „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა.

ზედიზედ ოთხ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე საგოლე გადაცემა გააკეთა და მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე კაცნაკლული დატოვა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, პირველ ტაიმში ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, შესვენების შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს - მიქაუტაძე მეურვეს გაექცა, ბურთი ჯელოუს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. ქართველის შეჩერება მის მეურვეს პაკიესს ძალიან უჭირდა, რომელიც ეუხეშებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო. 72-ე წუთზე გიორგი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ნესტორმა წააქცია და მსაჯმა
პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. მიქაუტაძე ბევრს მოძრაობდა, ორივე ფლანგიდან უტევდა, გატანა მეკარემ არ დაანება და 90+3-ე-ე წუთზე შეცვალეს. ის 22 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

ლიგა 2-ის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მეცი“ 65 ქულით მესამე პოზიციაზეა, მეორეადგილოსან „ბორდოს“ 1 ქულით ჩამორჩება და 20 მაისს გასვლაზე „გენგამს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - გრენობლი 1:0
გოლი: ჯელოუ (47)
გაძევება: ნესტორი (72)

მკითხველის კომენტარები / 13 /
უნიჭიერესი ბიჭია. ლამის ყველა გოლი და საგოლე პასიც მაღალი კლასითაა აღნიშნული. ერთი სიამოვნებაა ამის ყურება. უკეთესი გუნდი უკეთეს ჩემპიონატში და დარწმუნებული ვარ იქაც აჩვენებს თავს. დაბრდღვნა რა ლიგა 2! წარმატებები!❤️
არტ
00:15 14-05-2023
0
კარგი ბიჭია, მალე დიდ და კარგ გუნდში გვემახოს!
ლევანი
23:20 13-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული