რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "პარტენოპეის" ქართველი გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, "კვარა" მოედანზე" 46-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.7 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 6.2 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altლუჩიანო სპალეტიმ "მონცას" წინააღმდეგ "ნაპოლის" შემადგენლობა დაასახელა

alt"იტალიური პასპორტი რომ ჰქონოდა?" - მანჩინიმ

კვარაზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 31 /
ესეც თქვენი ნაპოლი, ოსიმენი და სპალეტი. ეს გუნდი 4ში ვერ მოხვდებოდა ხვიჩას გარეშე. პასი არ მისცეთ და რას მოიგებს ნაპოლი ვნახავთ. სეზონის პირველ ნახევარში სანამ ხვიჩა დრიბლინგებით შედიოდა მაგით აიღეს ქულები. არც მაშინ აძლევდნენ გადაცემას და არც ახლა. ეს ზელინსკი საერთოდ არუნდა ათამაშო. ელმასი წყვიტავს ვარსკვლავებს სპალეტის რომ კითხო. ოსიმენში არავინ გადაიხდის 100 მილიონს. ეგეთი ჯაგა თავდასხმელები ისედაც ყავთ ინგლისში. დიდი ალბათობით ვერც ბომბარდირი გახდება. გუნდში კვარა გყავდეს და პასს არ აძლევდე დანაშაულია. მილანში მთელი გუნდი იმაზე თამაშობს რომ ლეაოს სივრცე გაუნთავისუფლონ. მაგრამ ეგაა ბოღმა სპალეტი თავისი დაბალი დონის ფეხბურთელებით და მაფია იტალიით, (ორი არდანიშნული პენალტი). ხვიჩას რეალი ან ბარსა სჭირდება.
დათო
19:05 14-05-2023
7
ძალიან განვიცდი კვარას ურეზულტატობას.. 10 მატჩზე მეტია ნაკრებიანად რაც არც ასისტი აქვს და არც გოლი.. ისღა მამშვიდებს, რომ მთლიან ნაპოლისაც რეგრესიაქვს.. კვარა არ დატკბე ჯერ მიღწეულით! ეს ჯერ პრომო იყო და კინო წინაა!!!
ქართველი
19:13 14-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული