თამაში
ნეაპოლელებმა მატჩი აქტიური და მაღალი პრესინგით დაიწყეს. ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდს კვლავ აკლდა სისხარტე, ბურთის სწრაფად მოძრაობა და ფანტაზია. ჩემპიონების შუა ხაზი ისევ ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეები საკუთარი კარის სიახლოვიდან ამოეწიათ და ამით დამატებითი სივრცეები შეემქნათ. გვესმის გადაღლილობის ფაქტორიც, მაგრამ უნდა ჩავთავლოთ, რომ
კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოს არყოფნაში გუნდის მობილიზება და შემართებაც ნაკლები იყო და ამან უარყოფითი შედეგი პოზიციურადაც მოიტანა - პოლონელი მცველი ბარტოს ბერეზინსკი გაშვებული გოლის დროს საკუთარ სამოქმედო არეალში "დაიკარგა." დი ლორენცოს როტაციას სეზონის განმავლობაში იშვიათად ვხედავდით და ერთხელაც გამოჩნდა, რამხელა ძაალაა. ამის მიუხედავად, ტრიუმფატორებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, კაპიტანს ცოტათი ამოესუნთქა, მისი არყოფნა კი ასე საგრძნობი არ გამხდარიყო და მეტი ცეცხლი დაენთოთ. იმავეს ვიტყოდით კიმ მინ ჯეზეც. სამხრეთკორეელის გარეშე დაცვის ხაზი კრიტიკას ვერ უძლებდა. აქაც საკუთარ მიღწევებისა და თუნდაც უმოტივაციო თამაშის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვენახა.
ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების დროს, სპალეტიმ ვიქტორ ოსიმენს შეტევაში ყველაზე ცუდი ვარიანტი შეუთავსა. ალესიო ძერბინი საწყის 45 წუთში ვერაფერ ღირებულს ვერ გვთავაზობდა, ელიფ ელმასი კი დაცვის გაწელვას, მეტი სივრცის ათვისებასა და ნიგერიელისთვის ზონების გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.
პირველი ტაიმი განსაკუთრებით ცუდი გამოვიდა, რასაც სპალეტის მხრიდან არაერთი ცვლილება მოჰყვა. ლუჩანომ კვლავ ერთი შეცდომა დაუშვა, რომელიც პირველად არ მომხდარა. როცა ანგარიში გასათანაბრებელი გაქვს, ბუნებრივია, ვა-ბანკზე მიდიხარ და უფრო მეტი შემტევი შემოგყავს, მაგრამ მხოლოდ ეს გამოსავალი ვერაფრით იქნება. მოედნიდან ნახევარმცველების გაყვანით ბურთის სახიფათო ზონამდე მიტანას, რომელიც ისედაც გიჭირს, უფრო ართულებ. სტანისლავ ლობოტკას იდეალური თამაში აქვს თუ არა, გუნდს შეტევის წამოწყების უკეთესი ვარიანტი უბრალოდ, არ გააჩნია. თუკი ადრე მსგავს სიტუაციაში ტანგი ნდომბელეზე აქცენტის გაკეთება დავიწუწუნეთ, ახლა ყველაფერი პიოტრ ზელინსკის დაევალა. თუკი სეზონის ადრეულ ეტაპზე პოლონელისგან ეფექტური და შედეგიანი პასები გვახსოვს, ის ბოლო დროს უფრო სწორხაზოვანი და იოლად გასაშიფრი გახდა, ამავდროულად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ნაკლებად იღებს.
ხვიჩა
იმაზე ზედმეტ საუბარს არ დავიწყებთ, კვარაცხელიასთან ერთად და მის გარეშე გუნდის თამაშში რამხელა განსხვავებაა. ჩვენებურის შესახებ რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ.
სპალეტის ნათქვამით დავიწყოთ - "კვარას" უფრო მეტი მოეთხოვება მაშინ, როცა ბურთის გარეშე ვართო. გასაგებია, ქართველი გარემარბის მიმართ დიდი ინტერესია და მწვრთნელს შეკითხვებზე პასუხი ძირითადად მასზე უწევს. ამავდროულად, მისი სურვილი ხვიჩას სრულყოფაცაა, თუმცა გამოცდილ სპეციალისტს ისე გამოუვიდა, თუთქოს დაცვასა და შეტევას შორის სწორი ბალანსი არსებობდა და მეორე ტაიმში ეს დაირღვა. ანაც, 46-ე წუთიდან მეტოქემ მარჯვენა ფლანგიდან გაილაღა. შესაძლოა, 77-ე ნომერს იმდენი ართმევა და ორთაბრძოლაში შესვლა არ ჰქონია, რამდენსაც სეზონის განმავლობაში შეგვაჩვია, თუმცა ის ამის კომპენსირებას მინიმუმ, იმით აკეთებს, რომ მოწინააღდმეგე მისი ფლანგიდან შეტევას ვერ ბედავს.
ხვიჩა მუდმივად მოძრაობდა და თავისუფალ სივრცეებს როგორც სხვებს უქმნიდა, ასევე შეტევის გაგრძელება მასზეც შეიძლებოდა. ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც შეთქულებებს გავექცეთ, ახლა კი ის შემთხვევა ვნახეთ, როცა კვარაცხელია მასზე პასის გაკეთებას ხელებგაშლილი ითხოვდა, ეს იმდენად იკითხებოდა და აუცილებელი იყო, მისი თანაგუნდელებისგან კი მსგავსი ვერ ვნახეთ. ამ საქმეში სპალეტის აქტიური ჩარევაც არ შეგვინიშნავს.
ადრევე ვივარაუდეთ, ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ, ეგოიზმი რომ მოიმატებდა, მაგრამ ახლა ამან ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა. მსგავსს მხოლოდ ლობოტკაზე ვერ ვიტყვით, მან ხვიჩა რამდენჯერმე მაშინ შეიმჩნია, როცა ჩვენებური თავისუფალ სივრცეში იყო. ასეთი რამ ბევრჯერ ვერ ვნახეთ - ელიფ ელმასისგან, ჯაკომო რასპადორისგან... პიოტრ ზელინსკის ერთ შემთხვევაში ვიქტორ ოსიმენი გრძელი პასით დასარტყმელ პოზიციაზე რომ გაიყვანა, ცოტა ხანში შეტევის მსგავსი გაგრძელება "კვარადონაზე" შეეძლო, რატომღაც კი სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ხვიჩა ამის გამო წყენას არ ეძლევა და მაინც ყოველთვის პოულობს პარტნიორებს მაშინ, როცა საჭიროა, დრიბლინგით საჯარიმოში შესვლის შემდეგაც. ქართველი გარემარბი შინაგანად პასის მოყვარული და "ხელგაშლილია."
ჯოვანი სიმეონეზე ცალკე უნდა ვთქვათ. "ლივერპულთან" გაკეთებული საგოლე პასისა და ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდეგ თუკი გვეგონა, რომ ის კვარაცხელიას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოამჟღავნებდა, ბოლო დროს ზედმეტად ეგოისტურად იქცევა. არგენტინელი ცოტას თამაშობდა, მაგრამ გაჰქონდა, ახლა ამას ვერ ახერხებს და თითქოს მხოლოდ ერთი ფიქრი აქვს - საკუთარი გოლების მონაგარის გაზრდა. ზოგიერთ ეპიზოდში მისი ქცევა თანაგუნდელებისადმი უპატივცემულობა უფროა...
შემდეგი მატჩი პრინციპულია, საკუთარ მოედანზე "ინტერთან", სადაც კვარაცხელიასაც სასტარტოში ველით და გუნდსაც უფრო შემართულსაც!..
ხვიჩასთვის დაცვის შეტენვამ კიდე ტვინი იმას ქნა რაა. მაშინ კიმს მოსთხოვე დრიბლინგები და გოლები.
კი მერიდება სკუდეტომოგებული მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე ))
სპალეტით დავიწყებ: დიდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის და ეგ ზენიტშიც ჩანდა, თუმცა გუნდს ისე ამზადებს, რომ სეზონის პირველ ნაწილში მაქსიმალურად ეფექტურები არიან ფეხბურთელები და სეზონის მეორე ნახევარში იღლებიან და ფორმას კარგავენ. წინა წელსაც ასე ყოფილა ნაპოლიში და დაკარგეს ჩემპიონობა, წელს კი დიდი სხვაობა შექმნეს, სხვა ფავორიტებმა ცუდად ითამაშეს და გაჩემპიონდნენ. ლიგაზე რომ ვეღარ გაქაჩეს მეოთხედფინალში, ამის ბრალია.
მოთამაშეები: ოსიმენი ვარსკვლავია, თუმცა 150-170 მილიონი ღირს თუ არა, ეჭვი მეპარება. ძირითადის დანარჩენი ფეხბურთელები კარგებია, მაგრამ ვარსკვლავები არ არიან და სეზონის პირველ ნახევარში უფრო კარგად თამაშობდნენ. სათადარიგოები, მით უმეტეს დაცვაში და განსაკუთრებით ნახევარდაცვაში საერთოდ არ უვარგათ და ამიტომაც დაიღალნენ ძირითადები. ნდომბელე რომ გეყოლება პირველი შემცვლელი, ლიგაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს.
ხვიჩა: ჩვენმა ბიჭმა სილამაზე და რომანტიზმი დააბრუნა პრაგმატულ ფეხბურთში, მაგრამ დაიღალა და ფორმა დაკარგა ბოლოსკენ. ერთი რამ მიკვირს - რატომ არ შედის უფრო ხშირად ცენტრისკენ. თუ მოპირდაპირე მხრიდან არის ჯარიმა, ხვიჩა მაინც თავის ფრთასთან არის ახლის, როდესაც ოსიმენი მარჯვენა ფრთაზეა და ჩაწოდებას აკეთებს, მაშინაც არ შედის ხვიჩა ცენტრში, მის ადგილზე. ეს უფრო სპალეტის არასწორი ტაქტიკა და დავალება მგონია, იმიტომ რომ თუ ხვიჩასგან მოდის ასეთი თამაში, მწვრთნელი უნდა მიხვდეს და მიუთითოს. დაცვაში თამაშზე მითითება არ ავიწყდება სპალეტის და ესეც უნდა უთხრას, თუ თვითონ მისი დავალება არ არის ასეთი.
ხვიჩა პირველი სეზონია ტოპ ლიგაში და ადაპტაციის პერიოდია, ჩემპიონიც გახდა და ნეპოლშიც უყვართ, თუმცა მინდა წავიდეს ნაპოლიდან უკეთეს გუნდში. ერთჯერ წავიკითხე კლოპის ინტერესზე და ლივერპული და გერმანელი იდეალური განვითარება იქნებოდა ხვიჩასთვის.
მინდა ვინისიუსი დაჩრდილოს და პირველი იყოს თავის პოზიციაზე, ან მეორე მბამპეს შემდეგ.