ხოჭოლავას მორიგი ტიტული - ამჟამად ტრავმირებულმა ქართველმა "კოპენჰაგენის" ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" დანიის თასი მოიგო. ჩვენებურის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში "ოლბორგი" დიოგო გონსალვეშის ერთადერთი ზუსტი დარტყმით დაამარცხა.

მოგეხსენებათ, 30 წლის ქართველმა 1 თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, სეზონი ნაადრევად დაასრულა და შესაბამისად, ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ტრავმამდე კი დათიმ თასზე თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ჰობროსთან" გოლიც გაიტანა, რომლის წყალობითაც "კოპენჰაგენი" პენალტების სერიამდე მივიდა და შემდეგ გაიმარჯვა.

"კოპენჰაგენმა" ქვეყნის თასი ისტორიაში მეცხრედ, 2017 წლის შემდეგ კი პირველად მოიგო.

ქართველის კლუბს დანიის ჩემპიონატის მოგებისა და
დუბლის შესრულების კარგი შანსი აქვს. სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ხოჭოლავას გუნდი მე-2 ადგილზე მყოფ "ნორდიეისლანდს" 1 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოიძახეთ ლოჩიშვილი ნაკრებში!!!!!
ირაკლი
14:43 19-05-2023
1
გველესიანი გახდა ირანის ჩემპიონი! ბევრად სჯობს ხოჭოლოავას! ერთი სტატიაც ვერ დაწერეთ, სამაგიეროთ დაწერთ სლუცკის როგორ უყვარს ტყემალი!
ტტტ
22:38 19-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული