ზურიკოს გოლი და საგოლე გადაცემა - "ბორდო" ფრანგულ ელიტას უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ სახლში „ლავალს“ 3:0 სძლია, ზურიკო დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

დავითაშვილი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ჟოშუა მაჯამ ორი პენალტი ვერ გამოიყენა.

ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჟირონდული გუნდი 69 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 4 ქულით უსწრებს და 26 მაისს გასვლაზე „ანსის“ შეხვდება.

დღეს
„მეცი“ გასვლაზე „გენგამს“ დაუპირისპირდება და „ბორდოსთან“ ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ლავალი 3:0
გოლები: 1:0 ბარბე (3), 2:0 დავითაშვილი (32), 3:0 გრეგერსონი (49)
გამოუყენებელი პენალტი: მაჯა (45, 43)

მკითხველის კომენტარები / 12 /
უმაგრესი ამბავია, ზურიკო უნივერსალ თავდამსხმელად ყალიბდება. გეშინოდეთ ჩვენო მეტოქეებო, საქართველო მოდის თავისი ვარსკვლავბიჭებით!
თენგაბი
19:36 20-05-2023
0
ალბათ სჯობს რომ ბორდო გადავიდეს უმაღლეს ლიგაში. მაშინ ბარნლი მიქაუტაძეს წაიყვანს და ზურიკო კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში იასპარაზებს. შეიძლება სხვა მიზეზების გამო ვცდები, მაგრამ დრო გვიჩვენებს.
ირაკლი
18:54 20-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული