ლოჩოშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა - "კრემონეზე" "ბოლონიასთან" განადგურდა

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 1:5 დამარცხდა და თუ დღეს "ვერონამ" "ატალანტასთან" ქულა მოიპოვა, კრემონელები ქვედა დივიზიონში დაქვეითდებიან.

მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში მისი პასით გოლი დანიელ ჩიოფანიმ გაიტანა. ლუკამ ამ სეზონში ჩემპიონატის 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„კრემონეზე“ 24 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა და 28 მაისს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ბოლონია 1:5
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (14), 0:2 ფერგიუსონი (27), 0:3 პოში
(45+1), 0:4 ორსოლინი (62), 0:5 სანსონე (80), 1:5 ჩიოფანი (90+1)
გაძევება: ორსოლინი (73)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლუკა კარგ თამაშს აჩვენებს და თუ კრემონეზე გავარდა, მისმა აგენტმა უნდა მოახერხოს უკეთეს გუნდში მისი გადაყვანა. ისე რა კარგი დრო დაგვიდგა არა? სერია ბ-ს და ლიგა 2- ს ვიწუნებთ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის და სწორადაც ვიწუნებთ. კარგია!
არტ
11:29 21-05-2023
1
ბათუმმა დაიმატოს თუნდაც რამოდენიმე თვით ევროტურნირზე თითონაც უკეთეს ლიგაში მოხვდება და დინამოსთვისაც კაია
რიკო
02:01 21-05-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული