მიქაუტაძის გოლმა "მეცს" გამარჯვება ვერ მოუტანა - დავითაშვილის "ბორდოს" ლიგა -1-ისკენ გზა გაეხსნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „გენგამთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 23-ე გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 8 საგოლე გადაცემაა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და მიქაუტაძემ დააწინაურა, შემდეგ ჯელოუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, კურტეტმა ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი „მეცმა“ თამაშის გამწვავება ვერ შეძლო და შესაძლოა, ის ქულები დაკარგა, რომლებიც ძვირად დაუჯდება.

ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 71 ქულით ლიდერი „ჰავრია“ (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), მეორე
ადგილზე 69 ქულით ზურიკო დავითაშვილის „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 66 ქულით „მეცი“, რომელიც 26 მაისს სტუმრად „სოშოს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - მეცი 1:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (21), 1:1 კურტეტი (60)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ გიო!მაგარი ბიჭი ხარ,ასე გააგრძელე!კვარასთან ერთად შენი ფანი გავხდი,უკვე დავიჯერე რომ თქვენი მეშვეობით საქართველო ყველა ნაკრებისთვის ხელწამოსაკრავი აღარ გახდება,გისურვებ ყველა ოცნების ასრულებას,ღმერთმა დაგლოცოს!
ზაზა
21 მაისი 2023 12:52
0
ჟორჟი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ფეხბურთელად ყალიბდება!
Lasha
21 მაისი 2023 12:04
0
მიქაუტაძე სერიოზულ დონეზე თამაშობს უკვე და იმედია ტოპ ლიგაში ითამაშებს. ამას ამტკიცებს არამარტო საკლუბო დონეზე, ნაკრებში თვითონ შექმნა მომენტი და შეაგდო! თუ ესე გააგრძელა შანსია საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი გახდეს!
zaza
20 მაისი 2023 23:38
0
ძალიან კარგი რომ ვერ მოიგეს.გაუგებრობაშია მოხვედრილი ჩვენი "მარგალიტი".ან მესამეზე როგორ მოხვდნენ, უაზრო ფეხბურთს თამაშობენ, გიორგი რომ არ ყავდეთ,გასავარდნ ზონაში იქნებოდნენ საერთოდ...
კარგია ბორდო გავა და გიორგი პრემიერლიგაში წავა.გაიქეცი გიორგი მაგ გაუგებრობიდან სანამ დროა
Mr.kostaia
20 მაისი 2023 23:19
0
Ბორდო უნდა გადავიდეს. Მიქაუტაძე უკეთეს გუნდში გადავა აუცილებლად გაყიდის მეცი ლიგა 2 ში არავინ დატოვებს მას Და ზურიკო ლიგა 1 ში ითამაშებს.
Ქომაგი
20 მაისი 2023 23:12
0

სიახლეები პოპულარული