მიქაუტაძის გოლმა "მეცს" გამარჯვება ვერ მოუტანა - დავითაშვილის "ბორდოს" ლიგა -1-ისკენ გზა გაეხსნა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „გენგამთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 23-ე გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 8 საგოლე გადაცემაა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და მიქაუტაძემ დააწინაურა, შემდეგ ჯელოუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, კურტეტმა ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი „მეცმა“ თამაშის გამწვავება ვერ შეძლო და შესაძლოა, ის ქულები დაკარგა, რომლებიც ძვირად დაუჯდება.

ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 71 ქულით ლიდერი „ჰავრია“ (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), მეორე
ადგილზე 69 ქულით ზურიკო დავითაშვილის „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 66 ქულით „მეცი“, რომელიც 26 მაისს სტუმრად „სოშოს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - მეცი 1:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (21), 1:1 კურტეტი (60)

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიქაუტაძე სერიოზულ დონეზე თამაშობს უკვე და იმედია ტოპ ლიგაში ითამაშებს. ამას ამტკიცებს არამარტო საკლუბო დონეზე, ნაკრებში თვითონ შექმნა მომენტი და შეაგდო! თუ ესე გააგრძელა შანსია საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი გახდეს!
zaza
23:38 20-05-2023
0
Ბორდო უნდა გადავიდეს. Მიქაუტაძე უკეთეს გუნდში გადავა აუცილებლად გაყიდის მეცი ლიგა 2 ში არავინ დატოვებს მას Და ზურიკო ლიგა 1 ში ითამაშებს.
Ქომაგი
23:12 20-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული