"ნაპოლიმ" კაცნაკლულ "ინტერს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ 3:1 დაამარცხა.

გადატვირთული კალენდრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის მწვრთნელმა ინძაგიმ როტაციას მიმართა და გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ სპალეტიმ ოპტიმალური. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ორი მომენტი ანგისამ ვერ გამოიყენა. მილანელები დაცვაში ჩვეულად კომპაქტურად იდგნენ, ტემპი მაღალი არ იყო, კვარაცხელიამ რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, რასაც შედეგი არ მოჰყვა, „ინტერის“ ნახევარმცველმა გალიარდინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაკლებად სანახახაობრივი პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ნეაპოლელებმა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დიდი
ძალებით შეუტიეს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია, ზილენსკიმ მიზანს ვერ უწია, ხვიჩას ონანამ არ გაატანინა, ხოლო შემდეგი იერიშისას „ნაპოლი“ ლამაზი გოლით ანგისამ დააწინაურა. 79-ე წუთზე „კვარას“ პასით სიმეონემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე ზილენსკიზე ჯარიმა დააფიქსირა. 82-ე წუთზე ლუკაკუმ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა. 85-ე წუთზე დი ლორენცომ დალაშქრა ონანას კარი, კომპენსირებულ დროში გაეტანომ და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 მაისს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო (90+4)
გაძევება: გალიარდინი (41)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზოგიერთი ვითომ გულშემატკივრს ვეკითხები ხვიჩა რომ შედეგიანად თამაშობდა ნაპოლის სპალეტი არა წვრთნიდა? ზუსტად ისეთივე ტაქტიკით არა თამაშობდა გუნდი როგორც ახლა თანაც უპირობოდ ანადგურებდა ყველა მოწინააღმდეგეს.იქნებ ზოგიერთმა ფეხბურთელმა მათ შორის ოსიმენმა და ხვიჩამ მოუკლო თამაშს? თუ ყველაზე ადვილია პატიოსან კაცს გადააბრალო ყველაფერი.
qajoba
22 მაისი 2023 12:27
0
ინტერის მეორე შემადგენლობას მოუგო მძიმე ბრძოლაში ,ისიც კაცნაკრულს და არა ინტერს. ამ კვარასაც რა დაემართა ასე ინერტული და ერთფეროვანი თამაში შეიძლებაა,როცა ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენზია გაქვს და თანამედროვე თუ ყოფილ სუპერვასკვლავებს ედრებიი...ახლაც ხომ ვერ იტყვის პას არ მაძლევენო, ლამის 20-ჯერ მიუტანეს ბურთი აუტის ხაზთან თამადასავით მდგომს და ძირითადათ უკან პასი ან მოწინააღმდეგის მეჟდუნოგის გაკეთების მცდელობა,ასევე მარჯვნივ შემოსვლა და დარტყმა,დარტყმა, რომელიც უკვე ყველა მეკარემ იცის და წინასწარ აკეთებენ მოძრაობას....
leqso
22 მაისი 2023 11:54
1
ხვიჩას პრობლემა სინამდვილეში ნაპოლის თამაშის სტილშია.ამ ბოლო დროს ნაპოლი თამაშობს ნელი ტემპით.უაზროდ ათამაშებენ ბურთს აქეთ იქით.არ ამოაქვთ ბურთი წრაფად.ხვიჩამდე,რომ ბურთმა მიაღწიოს ხუთი ექვსი მოთამაშე უნდა გაიაროს.ამიტომ ნაკლები შედეგიანობაა.ვერ ურტყამენ შორიდან.თუ საჯარიმოში ვერ შევლენ გოლი ვერ გააქვთ.და ა.შ.
ჯუჯი
22 მაისი 2023 10:25
1
გაუჭირდებოდათ!
ალექს
22 მაისი 2023 09:45
1
გაუქმებული გოლის მომენტში ზელენსკიმ რა მაგრა იღრუტუნა- პირველ შეხებაზე თუ არა მეორეზე მაინც რატო არ მისცა ხვიჩას?მარიო რუის მერე ეგ არის ჩემი მეორე ანტიპათია ნაპოლიში-უბრალოდ დარბის ცხენივით(თან სწრაფად) და სასარგებლო ფეხბურთელია,მაგრამ ტიპს 0ფანტაზია აქვს და ძალიან მაგონებს იევტიჩს რუბინიდან ხვიჩას რო აიგნორებდა.
Levani
22 მაისი 2023 06:07
1
პირადად არ ვიცნობ ხვიჩას. მაქვს შთაბეჭდილება , რომ ნამდვილად ქართველი ახალგაზრდაა. კარგად აღზრდილი და რა თქმა უნდა ემოციურიც. მიეკუთვნება იმ ქართველების მოკლე სიას, რომლებიც მოქმედებენ და არა მხოლოდ ლაყბობენ.

მრჩება შთაბეჭდილება , რომ ხვიჩა გაჭირვების დროს თავის საუკეთესოს მისცემს რათა საერთო საქმე არ გაფუჭდეს… მაგრამ ძალიან მიჭირს გამორიცხვა იმისა, რომ იგი კმაყოფილი არ არის მისი დამრიგებელით და რამდენიმე თანაგუნდელით… შესაბამისად მოტივაცია აქვს დაბალი.

თუნდაც მწვრთნელის შეხტომები ხვიჩას ვიდეოში იყო ჩემთვის ნიშანი იმისა, რომ მწვრთნელი გრძნობს ხვიჩას გულისაცრუებას. ნუ ეგეთ ხტომიალს სპალეტი არაა მაინცდამაინც დაჩვეული.

ძალიან სოფელშია ჩვენი ქართველი. გეგონება საქართველოდან საქართველოში წავიდაო. ქაჯთა და პროვინციელების დაჯგუფება.
ნორმ
22 მაისი 2023 02:13
6
მე კიდევ ხვიჩას ვურჩევდი , არ უსმინოს საქართველოდან ჭკუის დამრიგებლებს , რადგანაც ჩვენთან მარტო ჭკუის დარიგებაა უფასო. ეჭვიანობა და მარჩიელობა მასში ლაღ ფეხბურთელს მოკლავს. მარტო მამამისს უსმინოს. აქამდე თუ შეუცდომლად მოიყვანა, აწიც არ შეეშლება.
ქართველი გულშემატკივრის ფუნქციაა მისი თამაშის ყურება და მხარდაჭერა, მისი კარგი თამაშით გახარება.
კვარადონას ჯანმრთელობა და სიმშვიდე, ნათელი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები.

-
22 მაისი 2023 10:45
1
რეზოს და ზურაბს ვთხოვ ფეხბურთს აღარ უყურონ საერთოდ, რადგან ჯერ-ჯერობით გაგებაში არ არიან რა ხდება მოედანზე. ხვიჩას ყველა მოძრაობას მაყურებლის ხმაური მოჰყვება ხოლმე, ისევე როგორც ეს ხდებოდა მ.მესხის, ს.მეტრეველის, კ.ასათიანის, დ.ყიფიანის, ვ.გუცაევის, ჯ.ბესტის, ჯაიჩის ბურთით მოძრაობებზე, ანუ ეს არის "კვარა-შოუ" და ამიტომ ნეაპოლელმა მაყურებელმა "კვარადონა" შეარქვა რითაც უკვე ყველაფერია ნათქვამი. სხვათა შორის ანტი - კვარების საყურადღებოდ: ოსიმჰენი, ელმასი და სხვები კვარაზე ადრე მივიდნენ ნაპოლიში, მაგრამ არავის არ დაუძახია მათთვის - "ოსიდონა", ან "ელმადონა" და ა.შ. ასეა ეს!!!
ვაჟა მასწ.
22 მაისი 2023 00:59
2
ხვიჩასგან ყოველ თამაშზე სასწაულებს მოელიან და ამიტომ ნეგატიურმა კომენტარებმა მოიმატა. არადა არ იმსახურებს ეს ბიჭი კრიტიკას. თავში უფრო იმათ აუვარდათ ვისაც ყოველ თამაშში მისგან გოლი უნდათ. მე ვფიქრობ ოდნავ საფეხბურთო ფორტუნა არ სწყალობს ამ ბოლო ხანებში. მისი ოსტატობა და ჟინი არსად არ წასულა.
დავით 67
22 მაისი 2023 00:12
4
რა გჭირთ ხალხო, ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ბიჭს. რა ჩაიფუშა, რა ვეღარ ქაჩავს? ხიბლშიაო კიდევ ერთმა. ისე რაშიც ვერ ვერკვევი, იმაზე კომენტარებს, მე არ ვაკეთებ ხოლმე.
წარმატებები ხვიჩას!
ლევანი
21 მაისი 2023 23:56
2
ფაქტი ერთია მეტი შემქმნელი ფეხბურთელი და ტაქტიკური გამრავალფეროვნება სჭირდება ნაპოლის. რუის არყოფნა სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა, ოლივერა ძალზედ სწორხაზოვანია თავდასხმაში და ხვიჩასაც მაგიტო უჭირს.
Gogi
21 მაისი 2023 23:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული