ბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" "ბლანკოსი" 3 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. 

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა. "ღამურების" დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა, ამიტომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია.

33-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და დიეგო ლოპესი ტიბო კურტუასთან პირისპირ დატოვა, 21 წლის შემტევმა კი ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, ბარახას გუნდს მეტოქესთან სხვაობის გაზრდა
კიდევ შეეძლო, თუმცა ხავი გერას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია. "მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა. ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი გააძევა და 90+18-ე წუთზე (!) დაძაბული მატჩი დასრულდა.

ამრიგად, რუბენ ბარახას გუნდი 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება - შეხვედრა 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

"რეალი" 71 ქულით მე-3 ადგილზეა. "ბლანკოსი" 24 მაისს, "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.

ვალენსია. "მესტალია". 46 002 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 1:0
გოლი: ლოპესი (33)
გაძევება: ვინისიუსი (90+8)

altმამარდაშვილი სეზონში მეორედ დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ [VIDEO]

altმამარდაშვილის შეძენის სურვილი "პორტუმ" გამოთქვა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ამაზრზენად იქცეოდა ვალენსიას გულშემატკივრები. ესეთი რამ კანონით უნდა ისჯებოდეს ან რაიმე საქცია შემოიღონ. რა უბედურებაა რაა ეს რასიზმი.
მურთო
21 მაისი 2023 23:51
30
გიორგი დიდი ქართველი მეკარეების სიაში ჩაეწერა: მარღანია, კოტრიკაძე, ურუშაძე, სტეფანია, გოგია, გაბელია, დევაძე, ლორია და ა.შ. ღმერთმა ამრავლოს ქართული გენი !!!
გიორგი
21 მაისი 2023 23:47
1
დღეს მართლა ძაან მაგარი იყო! ყველანაირად დაიმსახურა MVP-ობა. ეს ვინისიუსი კიდე თუ ნერვებს ვერ მოთოკავს ტყუილად გაანიავებს თავის ნიჭს.
Gogi
21 მაისი 2023 23:47
1
არ ვიცი ძმაო,არაფერი არ მაინტერესებს, დაიდოს 6 ქულა ივნისში, თემურისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 3 ქულა გვინდა თემო ჯიმა,სქოთებსაც ეშინოდეთ, ქართველები მოდიან. მიდით ბიჭებო,"მხოლოდ გოლი კიდევ გოლი,ბიჭებო, ბიჭებო"... წარმატებები ჩვენს ქვეყანას ყველაფერში
Mr.kostaia
21 მაისი 2023 23:43
2
ვაა.. არც ერთ კომენტარს აქვს დისლაიქი ამ წუთისთვის :) როგორ გაგვახარა გიორგი მამარდაშვილმა
კამავინგა
21 მაისი 2023 23:34
3
სასწაულად ითამაშა მამარდაშვილმა. კომენტარი ზედმეტია, ერთი უნდა ვთქვა, კიდევ კარგი რომ ჟუნიორი "არ დაახრჩობინეს" თორემ რეალს ისე არ დააკლდებოდა ჟუნიორის არ ყოფნა რამდენადაც მთელ ვალენსიას გიორგის უთამაშებლობა :)
საბა
21 მაისი 2023 23:28
1
ყოჩაღ გიორგი! შენ გენაცვალე, აი ასე, ყველაფერში მგელი უნდა იყო. რა ბიჭები გვ
ეზრდებააა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
21 მაისი 2023 23:26
3
ყოჩაღ!!! მამარდა დღეს იყო ის - რასაც მისგან ველოდებით. მსაჯმა მგონი ვარ-ის ნახვის შემდეგ გაუუქმა ყვითელი.
ვაჟა მასწ.
21 მაისი 2023 23:05
1
კარგად რომ ითამაშა და მატჩის MVP გახდა ერთია და ვინისიუსს რომ დაექანა თანაგულდელის დასაცავად, ეგ უფრო მომეწონა. ანუ, თვითრწმენა არ აკლია, გინდა რეალი იყოს მოწინააღმდეგე, გინდა ვილიარეალი.
გოგია
21 მაისი 2023 22:50
0
საღოლ, უმაგრესი იყო. ფაქტიურად უზრუნველყო ვალენსიის ლალიგაში დარჩენა.
ირაკლი
21 მაისი 2023 22:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული