ბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" "ბლანკოსი" 3 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. 

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა. "ღამურების" დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა, ამიტომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია.

33-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და დიეგო ლოპესი ტიბო კურტუასთან პირისპირ დატოვა, 21 წლის შემტევმა კი ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, ბარახას გუნდს მეტოქესთან სხვაობის გაზრდა
კიდევ შეეძლო, თუმცა ხავი გერას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია. "მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა. ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი გააძევა და 90+18-ე წუთზე (!) დაძაბული მატჩი დასრულდა.

ამრიგად, რუბენ ბარახას გუნდი 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება - შეხვედრა 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

"რეალი" 71 ქულით მე-3 ადგილზეა. "ბლანკოსი" 24 მაისს, "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.

ვალენსია. "მესტალია". 46 002 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 1:0
გოლი: ლოპესი (33)
გაძევება: ვინისიუსი (90+8)

altმამარდაშვილი სეზონში მეორედ დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ [VIDEO]

altმამარდაშვილის შეძენის სურვილი "პორტუმ" გამოთქვა

მკითხველის კომენტარები / 33 /
კარგად რომ ითამაშა და მატჩის MVP გახდა ერთია და ვინისიუსს რომ დაექანა თანაგულდელის დასაცავად, ეგ უფრო მომეწონა. ანუ, თვითრწმენა არ აკლია, გინდა რეალი იყოს მოწინააღმდეგე, გინდა ვილიარეალი.
გოგია
22:50 21-05-2023
0
ეს რა ნახა ჩემმა თვალებმააააა გიორგი მამარდაშვილიიიიიიიიი!!!!!! ამას თუ მოვესწრებოდი ქართველების თამშს ამ დონოზე რას ვიფიქრებდი!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული