როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
ვფიქრობ სპალეტიმ ამოწურა თავის თავი. პენსიაზე გავა.
კვარაცხელია აუცილებლად ცენტრში გამთამაშებლად.
მაგის ბოლო თამაშებს რაც უყურე საერთოდ გარდაქმნილი მეჩვენება, ისეთი თვისებები გამოავლია რაც აქამდე არ ეტყობოდა. მთელი თამაშის კითხვა და კონტროლი შეუძლია.
ცინტრიდან უფრო განავითარებს შეტევებს და დრიბლინგებს. ვერ ამოკეტავენ.
ფლანგზე შეზღუდულია. 2 მცველს უყენებენ. მე-3 აზღვევს და ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება გარღვევა.