კვარაცხელიას სეზონის ბოლო და მომავალი - გამოწვევები, სირთულეები, მონატრებული გოლი...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთსა და ტელეეკრანებთან მასობრივად დააბრუნა - "კვარას" მაისურით უამრავ ბავშვს ნახავ, რომელთაც ქართველი გმირი ჰყავთ; ვეტერანებს ძველი თბილისის "დინამოს" ემოციები გაუღვივდათ... ამ ფონზე ნერვიულობამაც იმატა, რადგან ქართველ გარემარბს შედეგიანი მოქმედება (გოლი, პასი) 19 მარტის შემდეგ არ ჰქონია. ფაქტია, ჩვენებური სეზონის ბოლოს საერთო ასპექტით ისე ვეღარ გამოიყურება, როგორც თუნდაც იანვრიდან მარტამდე მოყოლებული, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ახსნადია...

ბოლო მატჩი

ჯერ, ტრადიციულად, უკანასკნელი შეხვედრა განვიხილოთ ("ინტერთან" 3:1). როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტის გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა,
ვიდრე ბოლო მატჩებში და მთავარი მიზანი შეასრულეს - სეზონში ცხრამეტივე მეტოქე დამარცხებულია!.. მილანელთა მხრიდან ის ვნახეთ, რასაც "ნაპოლის" წინააღმდეგ შევეჩვიეთ - დაცვის მისადგომების ზედმიწევნით გაძლიერება, მეტოქის შეტევის ხაზის მაქსიმალურად ზემოთ ამოწევა და საკუთარი შანსების კონტრშეტევაზე ნახვა. არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, "ინტერი" კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყო, ასე კი სიმონე ინძაგის გუნდმა საწადელს, თანაც გადახალისებული შემადგენლობით, ვერ მიაღწია.

კვარაცხელიას განსხვავებული ტაიმები ჰქონდა. თუკი საწყის 45 წუთში პრესინგზე ნაკლებად აქტიური იყო, მეორე ნახევარში უფრო აგრესიული და შეტევაში აქტიური ვნახეთ. ხვიჩას მთავარი მოწინააღმდეგე 23 წლის ბელანოვა იყო, რომელიც სასტარტოს მოთამაშე არაა. მას ჩვენებური რამდენჯერმე ოსტატურად გასცდა და "თამაშს გარეთ" დატოვა, თუმცა მეურვე სისწრაფის ხარჯზე პოზიციების დაბრუნებას მაინც ახერხებდა (ვეტერანი დ'ამბროზიოც აზღვევდა). სულ ვუთითებთ, რომ ფიზიკური გაძლიერების მიუხედავად, "კვარადონა" სისწრაფეს ინარჩუნებს, თუმცა ეს ზღვარი სადღაც მაინც გადის და ამ კომპონენტით გამორჩეულ მცველებთან (მით უმეტეს, ხვიჩა პრემიერლიგაში თუ ითამაშებს) ბურთთან ერთად აჩქარების უპირატესობის შენარჩუნება უნდა მოხდეს. დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან იტალიის ჩემპიონებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ, რომელიც 77-ე ნომრის დადებით მხარეებს შეტევით ასპექტებში განსხვავებულად გამოიყენებს.

Sportall.Ge

ლუჩანოს ფორმაციაში გარემარბები კარისგან საკმაოდ შორს და გვერდით ხაზთან ახლოს მოქმედებენ. ქართველი ფეხბურთელი შედეგიანობას ამ ვითარებაშიც ახერხებდა, "ინტერთან" კი მისი ცენტრისკენ შესვლა და დარტყმა (რაც ბოლო დროს იშვიათად ხდება) გოლით არ დასრულდა. ხვიჩამ ორივე შემთხვევაში სივრცე ძალიან კარგად გაითავისუფლა, დასარტყმელად იდეალური დროც მოძებნა, ცუდადაც არ დაურტყამს, ონანა კი ძლიერი მეკარეა, თანაც ასე ჩანდა, ის ზუსტად გრძნობდა, "კვარას" ბურთისთვის რა მიმართულება უნდა განესაზღვრა. კვარაცხელია მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულია და იმ ფონზე, როცა მთელი სერია "ა" მისი შესწავლითა და შესაბამისი ზომების მიღებითაა დაკავებული, დარწმუნებული ვართ, მას მომავალ სეზონში კიდევ უფრო მრავალფეროვანი არსენალით ვიხილავთ. მარცხენა გარემარბს ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, ისე კი შედეგიანობა ისედაც მკვეთრადაა გაზრდილი, რუსეთის პირველობაზე მისი საუკეთესო შედეგი 4 გოლი იყო.

გაუქმებული გოლის დროს ვნახეთ ეპიზოდი, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენებურში პასის კულტურა რა მაგრად ზის - როცა ზელინსკის ცოტათი გაუგებარი მოქმედებების შემდეგ ქართველმა შემტევმა სიმეონე მოძებნა, გოლი კი პოლონელის დაჯარიმების გამო გაუქმდა. რაც გვაკლია, ქართულ-ნიგერიული დუეტის გოლით დასრულებაა და ხვიჩამ ვიქტორი ბოლო მატჩშიც რამდენჯერმე ძალიან დროულად, ზუსტად და მახვილგონივრულად შეიმჩნია. ეს ის შემთხვევა არ ყოფილა, როცა პასის გაცემის მომენტი მოწინააღმდეგეებმა გაშიფრეს, თუმცა გაძლიერებული მეურვეობის პირობებში ოსიმენს ბურთის სათანადოდ მოხელთება და კარის აღება გაუჭირდა.

და ზოგადად...

ფეხბურთი გუნდური სახეობაა და ინდივიდუალიზმზე რაც უნდა ვისაუბროთ, მას ერთიანი ფაქტორები განაპირობებს. აპრილიდან მოყოლებული, ნეაპოლელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. როცა გუნდი მეტოქის პრესინგზე ამოყვანას ვერ ახერხებს, შეტევაში გადასასვლელად სისწრაფეები და შემოქმედება აკლია, განაღდებული ტიტულის გამო შემართების დეფიციტი და გადაღლილობის ფაქტორი თავს იჩენს. ასეთ დროს კვარაცხელიას შედეგიანობამაც დაიკლო. ამის მიუხედავად, როცა დიდი ხარ და კიდევ უფრო მეტი გსურს, მიზეზები მაინც საკუთარ თავშიც უნდა ეძებო და ის განავითარო, რასაც "კვარასგან" ვხედავთ კიდეც. სირთულე მისთვის ახალი გამოწვევაა!..

Sportall.Ge

ადგილობრივი პუბლიკა ბოლო დროის ამბებით უკმაყოფილო იყო და მათი ამ ემოციების გადაფარვა თუ ვინმეს შეუძლია, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა - მუდმივად გამწვავებაზე, არაორდინარულ ქმედებასა და თვალწარმტაც სანახაობაზე მოფიქრალი და მისი შემქმნელიც. ხვიჩას მიმართ მოთხოვნაც გაზრდილია, მისგან სულ გაოცებას ითხოვენ და ამასობაში, გადაღლილი სეზონის ფინიშზეა, რომელმაც რეალურად, ტრავმის გარეშე (მხოლოდ ბანერზე მიჯახების გამო დაზიანება და გაციება იყო) ჩაიარა. მასში სხვა ცვლილებებიც დატრიალდა, რომელიც პირად ცხოვრებას დაუკავშირდა, რაც დამატებითი ემოციებია. ქართველი გარემარბი მენტალურად ძლიერია და ჩემპიონატის საუკეთესოობის მთავარი კანდიდატიცაა. სუბიექტურობა რომ არ დაგვწამოთ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ფორმაში არც ოსიმენია და აქაც გუნდის ზოგად მდგომარეობამდე მივდივართ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მოტივაციური ასპექტების გასაუმჯობესებლად კაპიტანი ყველაფერს აკეთებს - დი ლორენცო კვლავაც შემართულია, ისევ გაიტანა, ბოლომდე იბრძვის, რათა როგორც საკუთარი, ასევე სხვების შეცდომები გამოასწოროს. ის მართლაც სანაქებო ფეხბურთელია.

სეზონის ბოლომდე ორი შეხვედრაა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი კვარაცხელიას მომავალი წლებია, სტაბილურობის შენარჩუნებისა და სრულყოფილების!..

alt"ნაპოლიმ" კაცნაკლულ "ინტერს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

altოსიმენი სპალეტის გაუბრაზდა - "ნაპოლის" მწვრთნელმა გუნდიდან წასვლა დაადასტურა?

მკითხველის კომენტარები / 19 /
სავსებით სერიოზულად!
კვარას დამძიმების ერთ ერთი მიზეზი
შეყვარებულიცაა
კაცი დანიშნულია, სულ გვერდზე ყავს სიყვარული და მაგის პატიოსნება რომ ვიცი არ მიეკარება.
არ ნერვიულობს შინაგანად?
აი ქორწილის მერე ვნახოთ!
ნუ გაიცინებთ
თენგო
23 მაისი 2023 11:48
16
გამოსალოცია :) ერთადერთი მიზეზი ესაა!
ციციკორე
23 მაისი 2023 11:30
25
ადამიანია, რობოტი ხომ არა არის!? რაც გააკეთა უკვე დიდი მიღწევაა ამ ასაკში! იტალიაში 22 წლის ასაკში ასეთი რამეები დაატრიალო!? არ ვიცი და არც გამიგონია ასეთი ადამიანი! თუ იცით დაწერეთ! გვეცოდინება მაინც! აგერ ლეაოს მილანიდან ასეთივე შედეგი აქვს, როგორც ხვიჩას, მაგრამ ასე არავინ არ აღმერთებს და ამ სეზონში ვერაფერიც ვერ მოიგო მილანმა!
მწვრთნელი
23 მაისი 2023 11:08
2
Sharshan moigo milanma rac leus magari pormit iyo didad gamowveuli gansakutrebit chempionatis bolosken,mahram rapam pirveli sezonk chaagdo askkarad kvarasgan gansxvavebit
L.J .
23 მაისი 2023 12:12
0
სტაბილურია, მაგრამ ერთფეროვნებით თამაშობს. მისი დრიბლინგი ყველამ შეისწავლა, ის კი ჯიუტად ცდილობს ერთი და იგივეს გამეორებას!
კი, დრიბლინგი კარგია, მაგრამ ეს კლუბს კონტრშეტევად არ უნდა დაუჯდეს. კვარას ამისათვის უკნიდან მარიო რუი (რაც ნაკლებად სავარაუდოა) ან ოლივერა უნდა აზღვევდეს. დრიბლიორი უნდა იყოს მარადონასავით ან მესხივით ჯანიანი და საოცრად სწრაფი. მას კი ამისათვის დიდი სიჩქარეები სჭირდება, რაც ჯერ არ აქვს საკმარისად განვითარებული, თუმცა ტექნიკა აქვს. რაღაც კორექტივებია ნამდვილად საჭირო, რათა მისი თამაში ძალიან ერთფეროვანი გახდა. პრაქტიკულად მაქსიმუმ 5-ჯერ იღებს თანაგუნდელებისგან პასს სახიფათო შეტევის განხორციელების შემთხვევაში. პასს მას თითქმის არ აძლევენ და მის ფლანგზე ფეხბურთელები ნაკლებად მოძრაობენ, ვიდრე მარჯვენა ფლანგზე, არადა სწრაფი ლავირება უნდა ხდებოდეს შეტევის განხორციელების პროპორციულად.
ლაშა
23 მაისი 2023 10:13
8
რობი,აშკარაა რომ მესხის თამაში არ გინახიათ!მესხის სასტარტო აფეთქებასთან,მსოფლიოში ,ბარე ორი თანამედროვე ფეხბურთელი ვერ მოვა.მაშინ თამაშგარეს დაფიქსირების სულ სხვა წესი იყო და ამის გამო,გოლების გატანაც ძალიან ჭირდა,გაფრთხილებას კი,ძალიან ძნელად აძლევდნენ მსაჯები და მაშინდელ ფეხბურთელებს,ძალიან ბევრი ხვდებოდათ.მაშინ არც საგოლე პასებს აფიქსირებდნენ ,თორემ რაც ზაურ კალოევს,გოლები აქვს გატანილი,მათგან ნახევარზე მეტი,სწორედ მესხის პასებით აქვს გატანილი.კალოევი კი,დინამოს და საბჭოთა ფეხბურთის ერთერთი საუკეთესო გოლეადორი იყო.კვარას რომ მესხის სასტარტო დაზოგადად სისწრაფე ჰქონდეს,ვერც ის სამი მცველი გააჩერებდა.კვარამ,სეზონის განმავლობაში,აშკარად მოიმატა კუნთური მასა.ამას კი,ცოტა არ იყოს,მოძრაობის სიმკვეთრის დაკლება მოჰყვა.ორგანიზმი ჯერ შეჩვეული არ არის,სხეულის ცვლილებას.იმედია,ესეც დროის ამბავია და ძალის მომატებასთან ერთად,მოძრაობის ფილიგრანულობასაც დაიბრუნებს.ხვიჩას,არც ჭკუა აკლია და არც შრომისმოყვარეობა.ყველაფერს შესძლებს.ხვიჩა ხვიჩაა,თავისი კოზირებით და სულ არ არის საჭირო,მესხთან,მარადონასთან,ან ნებისმიერ სხვასთან მისი შედარება.
სოსო
23 მაისი 2023 22:47
0
მესხი რომ ევროპაში წასულიყო ვერც იქ აჯობებდა მას ვინმე. ის იყო 1964 წლის ევროპის ჩემპიონი და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაგარ ფორმაში მყოფი არ წაიყვანეს (მის ნაცვლად ხუსაინოვი თუ პონედელნიკი წაიყვანეს და სსრკ-მ მე-4 ადგილი დაიკავა) და რომ წაეყვანათ არავინ იცოდა რა მოხდებოდა!
მესხი ფეხბურთელობამდე იყო მოჭიდავე. ჯანიანი და ერთ-ერთი უსწრაფესი მსოფლიოში. ის 100 მეტრს 11 წამზე სწრაფად დარბოდა და იცი მას გარინჩას ქვეყანაში ფინტების მეფე შეარქვეს!
რა კარგი რა?!
ისეთ ფინტებს აკეთებდა, რომ დაარტყამდა, ბურთი ისევ მასთან ბრუნდებოდა!
ხვიჩას გულშემატკივარი ვარ. ისე კი ნუ გამიგებ, მას ვოპონირებდე. უბრალოდ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. ის სულ სიურპრიზებს უნდა უკეთებდეს მოწინააღმდეგეს დამანგრეველი სიჩქარით, რომელიც მას ჯერ არ აქვს!
რობის
23 მაისი 2023 11:10
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული