კვარაცხელია მამარდაშვილს ექომაგება - "მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილისა და ვინისიუსის ეპიზოდს ეხმაურება, რომელიც "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" (1:0) დაპირისპირებისას მოხდა და ამას გაგრძელება მოჰყვა:

Sportall.Ge

"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. "ვინი", შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა
ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს."

alt"ასეთი რაღაცის მოთმენა შეუძლებელია" - კურტუამ ვინისიუსს მხარდაჭერა გამოუცხადა

altსკანდალი ლა ლიგაში - რამ გამოიწვია ვინისიუსის გაღიზიანება "ვალენსიასთან", ანჩელოტიმ თქვა, რომ ბრაზილიელი სთხოვდა, შეეცვალა

altბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
მამარდაშვილს არ ვეხები, მიმაჩნია, რომ მამარდაშვილი უბრალოდ თავის მეგობარს იცავდა და ვინიციუსზე კანის ფერის გამო არ გაწეულა. ეგრე იმდენი გაწევ-გამოწევა მომხდარა ფეხბურთში. მამარდაშვილის რასიზმში დადანაშაულება სრული სისულელეა.

ზოგადად რასიზმზე დიდი საშინელება არ არსებობს. ადამიანი როცა იმის გამო გძულს, რაც მას არ აურჩევია. გარეგნული ნიშნით გამოარჩევ და მის დისკრიმინაციას ახდენ. ამასე დიდი სიბნელე რაუნდა იყოს.
ვიღაცეები წერდნენ, თავს გაუვიდათო და ყველაფერში ჩაგვრას ხედავენო, პროვოკაციებს აწყობენო და ასე შემდეგ.
როცა საუკუნეების მანძილზე ცხოველივით ექცეოდნენ შენნაირ ადამიანებს მხოლოდ კანის ფერის გამო, როცა გასწავლიდნენ იმისთვის დაიბადე, სხვას უნდა ემსახუროო, როცა შენნაირების სიცოცხლე ჩალის ფასიც არიყო... საერთოდ არ მიკვირს რომ მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ და ახლა ყველაფერი ჩაგვრად ეჩვენებოდეთ?
მაიმუნს რომ ტრიბუნიდან დაგიძახებენ, მგონი აქ მოჩვენებები არაფერ შუაშია, რომც იყოს და აზვიადებდნენ ვერც გავამტყუვნებ, რაც მაგ ადამიანებს კაცობრიობამ გაუკეთა უბრალოდ ერთი დიდი სირცხვილია...
მატკ ტვენს აქვს თავის ნაწარმოებში ეგეთი დიალოგი:
-რამოხდა დაიღუპა ვინმე?
-არა არავინ. მხოლოდ ერთი ზანგი.
-მადლობა ღმერთს, ზოგჯერ მსხვერპლიც მოსდევს ხოლმე...

ხვიჩას გამოქომაგებას რაც შეეხება, კიდე ერთხელ დაამტკიცა,რომ სასწაული არამიანია. იქ კომენტარებში ხვიჩაზეც წავიდა ზეწოლა, რასისტს ექომაგები, შენც რასისტი ხარო. მიუხედავად იმისა, გარკვევით დაწერა, ფეხბურთში რასიზმის ადგილი არარისო.
როცა დაცვა დასჭირდა ვინმეს პირველი დაუდგა გვერდით, სხვებმა მერე შეამჩნიეს და ხვიჩას პოსტი გადაიტანეს.
არ შეუშინდა იმ ნეგატივს,რაც მის მიმართ წამოვიდოდა მამარდაშვილის გამო.
აი ხვიჩას როცა ჰქონდა პრობლემა, რუსეთიდან ვერ გამოაღწია და თავის ქვეყანაში ლამის სამშობლოს მოღალატე დაარქვეს, ყველა მისი ლანძღვით ქულებს რომ იწერდა, რატომღაც არ მახსოვს ნაკრების ბიჭებიდან ვინმეს დაეცვა :)
არავის უნდოდა ზედმეტას ჩავარდნა ვინმეს ყბაში.
ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა ❤️
Skeleton
10:02 25-05-2023
0
რეალის ფანები ნახე რა დღეში არიან , ტიპები რეალ მადრიდის გამო საკუთარ ჩვენ ბიჭებსაც კი ლანძღავენ , ერთი რელის და ვინისუისს დედაც როცა ჩვენი ბიჭები არიან .
ლშა_იუვენტინო
19:37 24-05-2023
1

სიახლეები პოპულარული