ოფიციალურად "ბორდო" დავითაშვილს გამოისყიდის

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული "ბორდო" ზურიკო დავითაშვილს ბათუმის "დინამოდან" გამოისყიდის და ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.

"გვინდა მოგახსენოთ, რომ ოფიციალურად "ბორდო" ზურიკო დავითაშვილს გამოისყიდის, თანხა 1-დან 1.5 მილიონ ევრომდე მერყეობს" - წერს Girondinfos-ი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

ზურიკომ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში ჯამში 28 შეხვედრა ითამაშა და თავი 5 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ბორდოს", 36 ტურის შემდეგ გუნდი 69 ქულით მე-2 პოზიციაზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ცოტაა ეგ თანხა, 5 - 7 მლნ მაინც უნდა ღირდეს
ხვიჩა
24 მაისი 2023 23:08
2
მაგარი ამბავია 2 ტური დარჩა და ლიგა 1 გადავლენ ბორდო 3 ქულით უსწრებს მეცს
კიოლნი
24 მაისი 2023 20:07
1
ანუ ტოპ ლიგაში 4 ფეხბურთელი გვეყოლება, ზურიკო ხვიჩა მიქაუტაძე არამგონია მანდ დატოვონ და მამარდაშვილი, პლუს საკმაოდ ამბიციურ გუნდებში არიან ხოჭოლავა და კიტეიშვილი, სერია ბ და მეორე ბუნდესლიგაც არა ცუდი, ლოჩოშვილი და ზივზივაძე, მ9სკოვის დინამოში საზანოვი და გაგნიძე, ნუ არ უნდა გვყავდეს ხელწამოსაკრავი ნაკრები
გოგა
24 მაისი 2023 17:55
3
პ.ს. 22 მაისს, ჰავრმა ვალენსიენთან 0-2 წააგო და 71 ქულით პირველზეა, მეორეზეა ბორდო 69 ქულით!
დარჩა 2 ტური (მეცი 66 ქულით მესამეზეა).
ლაშა
24 მაისი 2023 13:30
1
მეცს რომ ბოლო ტურში ქულები არ დაეკარგა,რეალური შანსები გაჩნდებოდა,ორივე ჩვენი გუნდის უმაღლესში გადმოსვლისათვის.
სოსო
24 მაისი 2023 18:41
0
რაღა იბრძვის, მოიბრძოლა და ეგაა , წარმატებები აბრეზიჩს )))
ნზ
24 მაისი 2023 13:15
1
უნდა მოუმატო, გამძლეობაზე გაქ სამუშაო. დანარჩენი გაქ.
beqa
24 მაისი 2023 12:54
1
Sanam ase "kapikebshi"talantebis gayidva iqneba qartul klubebs araperi eshvelebat mgoni,minda vcdebode
L.J .
24 მაისი 2023 11:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული