გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული "ბორდო" ზურიკო დავითაშვილს ბათუმის "დინამოდან" გამოისყიდის და ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.
"გვინდა მოგახსენოთ, რომ ოფიციალურად "ბორდო" ზურიკო დავითაშვილს გამოისყიდის, თანხა 1-დან 1.5 მილიონ ევრომდე მერყეობს" - წერს Girondinfos-ი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
ზურიკომ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში ჯამში 28 შეხვედრა ითამაშა და თავი 5 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ბორდოს", 36 ტურის შემდეგ გუნდი 69 ქულით მე-2 პოზიციაზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.