"სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა "პრავდასთან" გასული სეზონი დადებითად შეაფასა და მომავალი სეზონისთვის გუნდის ფორმირებაზე ისაუბრა, საჭირო ფეხბურთელებთან თანამშრომლობის გაგრელებასა და ახლების დამატებაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საკვანძო საკითხი გიორგი ჩაკვეტაძის დატოვებაა, რომლის კონტრაქტი "გენტს" ეკუთვნის. თავად ქართველს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა უნდა, მაგრამ პრობლემა კონტრაქტის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვაა. ამ თანხის დაკლებას სლოვაკური კლუბი ერთწლიანი იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ცდილობს.
"ჩაკვესთან" დაკავშირებით საკითხი ღიაა. მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა ვაწარმოებთ. ვნახოთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ჯერ არაფერია ცნობილი. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ
მის დასატოვებლად ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ", - განაცხადა კმოტრიკმა.