ჩაკვეტაძის გამოსასყიდად "სლოვანს" 10 მილიონის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
"სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა "პრავდასთან" გასული სეზონი დადებითად შეაფასა და მომავალი სეზონისთვის გუნდის ფორმირებაზე ისაუბრა, საჭირო ფეხბურთელებთან თანამშრომლობის გაგრელებასა და ახლების დამატებაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საკვანძო საკითხი გიორგი ჩაკვეტაძის დატოვებაა, რომლის კონტრაქტი "გენტს" ეკუთვნის. თავად ქართველს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა უნდა, მაგრამ პრობლემა კონტრაქტის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვაა. ამ თანხის დაკლებას სლოვაკური კლუბი ერთწლიანი იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ცდილობს.

"ჩაკვესთან" დაკავშირებით საკითხი ღიაა. მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა ვაწარმოებთ. ვნახოთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ჯერ არაფერია ცნობილი. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ
მის დასატოვებლად ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ", - განაცხადა კმოტრიკმა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რასაც გენტი უკეთებს,გიორგის,მტერიც არ გაუკეთებდა!მათი ბრალია,რა მდგომარეობაშიც გიო აღმოჩნდა,მაგრამ ისე ექცევიან,თითქოს გიოს დაეშავებინოს მათ წინაშე და სამაგიეროს უხდიან.ამის აგენტს,ჯერ აღებული ფული უნდა დააყრევინო,ბოლო კაპიკამდე,მერე კი,კბილები დააყრევინო,ბიჭის ასე გაწირვისათვის.გენტისა არც მიკვირს,კაპიკებში ჰყავთ ნაყიდი და ზარალი,დიდი არაფერი ექნებათ,მაგრამ თუ ათამაშდა,მაშინ ხმასაც ამოიღებენ,ჩვენი კუთვნილებააო და კარგ ფულსაც მოღუნავენ.ქართულმა გუნდებმა,სწორედ ამიტომ არ უნდა გაუშვან ახალგაზრდა ფეხბურთელები,ჩალის ფასად!ჩალის ფასად ნაყიდს,მერეც ჩალის ფასი აქვს,მფლობელის თვალში.
სოსო
22:55 24-05-2023
4
წადი ბიძიკო ბუღალტერიაში …შენ რომ ეგ არ დაგეთვალა ჩვენ რა გვეშველებოდაა …აქ ხომ ყველანი ყრუები და ბრმები ვართ !!! იმის მაგივრად რომ დღესდრეობით ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი რომელიც ჰაერივით ჭირდება ნაკრებსაც და ქვეყანასაც შენ და შენისთანები ხართ ჩასაფრებულები და უთვლით რამდენჯერ შეეხო ბურთს …გამხნევების მაგივრად მზად ხართ ცოცხლად შეჭამოთ …!!! ბევრსდა გასაკვირად კიდევ ვიმეორებ რომ ჩაკვე არის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი რომელიც არის ძველი ქართული ფეხბურთის ალბათ უკანასკნელი მოგიკანი ეგრე ლამაზად დახვეწილად და ძველქართულად დიდი ხანია არავის უთამაშია კა სამწუხაროა რომ მას დიდი დრო გაუცდა მაგრამ ჯერ ძაან ახალგაზრდაა და ღმერთის წყალობით ძაან დიდი კარიერა ელოდება წინ …მას შეუძლია და ეს უკვე აქვს კიდეც გაკეთებული რომ ჩამკვდარი იმედები გაეცოცხლებინა მთელი საქართველოსთვის და ხვთის წყალობა თუ იქნა ჩაკვეს ხვიჩას მიქაუტაძეს სხვა ბიჭებთან ერთად შეუძლიათ ახალი უდიდესი ეპოქა შექმნან ქართულ ფეხბურთში თან ისეთი რომ მხოლოდ წარსულში ქექვები არ დაგვჭირდება …და თუ ვინმეს გგონიათ რომ ზოგზოგიერთის წვეტიან აზრებს ეს ბიჭები არ კითხულობენ ძაან ცდებით ( თითქოს მილიონი სპორტული საიტი გვქონდეს ქართულ ენაზე ) ასე რომ ყველა საიტის ნახვას და კომენტარების წაკითხვას 15-20 წუთი ჭირდება …ასე რომ ცოტათი დაფიქრდით ხოლმე რას წერთ ამა თუ იმ სპორტსმენზე ვისაც გამხნევება და გვერდზე დგომა სჭირდება მას გულს ნუ უტეხავთ ვისაც ჩამოსვლა და ჩვენი დახმარება უნდა ნუ გააქცევთ ჩამოსვლამდე …!!! ჩვენ კი არა იტალია ცდილობს არგენტინელების გადმობირებას იმ მიზეზით რომ “ ამა თუ იმ ფეხბურთელის ბებიას ბავშვობაში დაქალი ყავდა წარმოშობით იტალიელიო “….და იტალიის გარდა ათობით ქვეყნები ცდილობენ რომ ვინმე შემოიტყუონ თავთავიანთ ნაკრებებში …საფრაგენთის და გერმანიის ნაკრებებში უკვე ნაღდი ფრანგის ან გერმანელის პოვნა გაგიჭირდება …ასე რომ დაიმშვიდეთ ნერვები და გამოვიყენოთ ის სიტუაცია რაც შეიქმნა და შევქმნათ ისეთი ნაკრები რომელიც მართლაც საამაყო და სიხარულის მომტანი იქნება !!!!
მდააა
01:24 25-05-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული