კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავი დადასტურდა - კიმთან ერთად "მანჩესტერში" ოსიმენიც წავა?

AutoSharing Option
წამყვანი იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს და შეთანხმება უკვე მიღწეულია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, შრომითი ხელშეკრულება 1 წლით, 2028 წლის ივნისამდე გაგრძელდება, ქართველის ანაზღაურება 1.4 მილიონიდან 2.5 მილიონამდე აიწევს, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, სავარაუდოდ, თანხა 4 მილიონს შეადგენს.

ეს ამბავი "ნაპოლის" ფანებისთვის გასახარია, რასაც ვერ ვიტყვით გუნდის კიდევ 2 ლიდერზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მცველი კიმ მინ-ჯაე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა და ინგლისელები სამხრეთკორეელის გამოსასყიდ თანხას, 70 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღეს კი სხვადასხვა წყარომ
გაავრცელა ცნობა, რომ "წითელ ეშმაკებს" ვიქტორ ოსიმენის დამატებაც ძალიან სურს და ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ 191 მილიონ ფუნტს იხდის.

alt"მოკეტე!" - ცნობილი ბრიტანელი რეპერი კვარაცხელიას პოსტმა გააბრაზა და ქართველს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოსიმენი და კიმის დაკარგვა ძალზედ დაასუსტებს ნაპოლის.მაგათი დონის შემცვლელების პოვნა შეუძლებელია.რა გენიოსია სპალეტი 10-15 მილიონიანი ფეხბურთელებისგან ისეთი გუნდი გააკეთა რომ დღეს თვითეული მათგანის ფასი 5-10 ჯერ გაიზარდა.რა სუსტი აზროვნების უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო.
ასეა ეს
14:17 25-05-2023
4
ნაკლებად სავარაუდოა წუწურაქმა დე ლაურენტისმა საკმარისად გააძლიეროს ნაპოლი!
ნეტავ ასე იყოს, მაგრამ...
ლაშა
12:34 25-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული