დავითაშვილის "ბორდომ" წააგო, მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო და 2 ივნისს დრამატული ფინიში გველის

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ანსისთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „სოშოს“ 1:0 სძლია. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, მიქაუტაძემ კი 90+2-მდე. ორივე ძალიან აქტიური იყო, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ამჯერად გატანა ვერ შეძლეს.

72 ქულით ლიდერი „ჰავრია“, რომელმაც დღეს კორსიკაზე „ბასტიასთან“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ფრეს მიაღწია (1:1), 69-69 ქულა „მეცსა“ და „ბორდოს“ აქვთ, თუმცა მიქაუტაძის გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა.

Sportall.Ge

2 ივნისს, ბოლო ტურში, „ბორდო“ „როდეზს“, „მეცი“ „ბასტიას“, „ჰავრი“ კი „დიჟონს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ
დე სპორტსი“

ანსი - ბორდო 1:0
გოლი: პაიო (9)

მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“
სოშო - მეცი 0:1
გოლი: საბალი (49)
გაძევება: ალვერო (62, სოშო)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბორდო გუსჰინდელი ტამსჰის მერე არაა გირსი გადასვლის
xishnika
00:23 28-05-2023
0
მეც ყველასავით ბორდოს გადასვლა მინდოდა ლიგა 1 , თუმცა ეხლა ვფიქრობ , იქნება ჯობია , რომ ეს წელი ისევ ლიგა 2 ითამაშოს ბორდომ და ზურიკომ . გიო მესამე სეზონია ეტაპობრივად ადის კიბეზე ბელგიის მეორედან დაიწყო , გადაიყვანა უმაღლესში , მერე ადგილი შეუნარჩუნა და ახლა მეცს მიუძღვის ლიგა 1 სკენ . ერთი წელი რომ ლიგა ერთში ითამაშოს , ძალიან მაგრა მოუმატებს , დროის პრობლემა არ ექნება და მერე მართლა ნებისმიერი გრანდის სამიზნე შეიძლება გახდეს . რომ წავიდეს ან მილანში და ან პრემიერლიგაში და ისე არ წავიდეს ყველაფერი, როგორ ავანსსაც მასზე აკეთებენ, შეიძლება ძალიან აერიოს კარიერა . ზურიკოსთვისაც ჯობია მეტი ნდობა ექნება, ათამაშდება უფრო მაგრა და მზად იქნება ლიგა 1 სთვის. აღზევებული ბორდოც სკამზე უკვე ვეღარ დასვამს მერე. წელს რომ გადავიდეს, შეიძლება ისეთი ტრანსფერები დადოს, რომ სერიოზულად შეუმცირონ სათამაშო დრო. ორივე შემთხვევაში წარმატება ბიჭებს, მთავარია სათამაშო დრო გარანტირებულად ჰქონდეთ .
ATP 16
16:40 27-05-2023
0

სიახლეები პოპულარული