იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლიმ" "ბოლონიასთან" ითამაშა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.8 ქულით შეაფასა.
მატჩის საუკეთესო შეფასება ნიკოლას დომინგესმა დაიმსახურა, რომელსაც 8.1 შეფასება მიიღო.
1) 10 გოლს, რომ გაიტანს და 22 წლის ბიჭს ეტყვი მარადონა გაცოცხლდა შენი სახითო, სიმღერებს და წიგნების წერას დაიწყებ მასზე- აუვარდება თავში გინდ ქართველი იყოს და გინდ გერმანელი:
2) ცოლი მოიყვანა - სვეტსკი გოგო, ახალმოყვანილ ცოლს ანგარიშის გაწევა, რომ უნდა, მოვლა, ენერგიის დახარჯვა, სეირნობა/მაღაზიები/შოპინგები/კაფე-ბარები/სელფები- ამ ყველაფერზე წასული ენერგია და ფსიქოლოგია დააკლდა ვარჯიშს/ჟილკას და მოტივაციას, საბოლოოდ თამაშის ხარისხზე აისახა ყველაფერი;
3)ხელფასი მოემატა, მანქანა იყიდა, შმოტკები, დედა მოეფერა და უთხრა ჩემი ყველაზე ჭკვიანი ბიჭი ხარ მსოფლიოშიო და ...
4) სპალეტიმ მიაბა გვერდით ხაზს, როცა იხსნება და ხელებაწეული გამწარებული პასს ითხოვს - ჟელინსკი/ლოსანო/რუი/ოსიმენი/პოლიტანო/ელმასი/რასპადორი/დი ლორენცო და სიმეონე პასებს შეგნებულად არ აძლევენ; ხოლო კიმმა, ოლივეირამ და ლობოტკამ გრძელი პასები არ იციან. პასებს არ აძლევენ შეგნებულად - არ უნდათ ეს ახალმოსული ბიჭი გახდეს ნაპოლის და იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!
5)არ გამართლება: მილანთან ლიგის პირველ თამაშში პირველ წუთზე გოლი, რომ გაეტანა, მერე საპასუხო თამაშში ორჯერ სასწაულად, რომ შეძვრა საჯარიმოში ის ორივე გაეტანა და პლუს პენალტიც, ნაპოლი გავიდოდა ნახევარფინალში და უშუალოდ მისი გაყვანილი იქბებოდა! იქნებოდა გმირი! მაგრამ არ გამოვიდა!
6) გადაიღალა ფიზიკურად და ემოციურად: ბათუნში თამაშობდა სისტემატურად, ეგრევე მოხვდა ნაპოლიში სადაც თამაშობდა სისტემატურად კვირაში 2-ჯერ; ჩემპიონი გახდა; კვარადონა ხარო უთხრეს; ცოლი მოიყვანა- რამდენი ემოცია და ფიზიკური ენერგია უნდა ამასაც; ხელფასი მოემატა და ღონისძიებებზე და კლიპებში დაიწყო გამოჩენა, მაისურების გაყიდვების რეკლამა დაიწყო, რამდენი თავის პრობლემებით შეწუხებული მთხოვნელი ეყოლება სისტემატურად საქართველოდან - ხოდა გადაიღალა ფიზიკურადაც და ემოციურადაც!
დასკვნა: ეხლა უნდა მაგას გვერდში დგომა, ოჯახის, გულშემატკივრის, უნდა მოხვდეს დიდ გუნდში სადაც არ აქვთ ეგოისტური მენტალიტეტი (მაგ: რეალში; ბარსაში, თუნდაც მილანში); და ყველაზე მთავარი: თავად გადაწყვიტოს- ყოფნის ის აღიარება რასაც მიაღწია და ის მილიონები რაც აქვს თუ მართლა უნდა ვარსკვლავი გახდეს და თავისი კვალი დატოვოს მსოფლიო ფეხბურთში! იყოს საშუალო დონის ფეხბურთელი თუ დადგეს ზიდანის, ფიგუს, რონალდინიოს, რივალდოს, ლაუდრუპის, დე ბურების დონის ფეხბურთელი! (მარადონას; მესის; რონალდუს დავანებოთ თავი)
წარმატებები კვარაცხელიას!