სპალეტი: "კვარა"? უფრო და უფრო ვრწმუნდები, როგორი ძლიერია

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" ნამატჩევს (2:2) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-თან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

"ოსიმენის სეზონი - ეს თავგადასავლის ისტორიაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს. ჩვენ მათ განსაკუთრებულ თვისებებზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, გუნდისათვის ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ვიქტორი კარგად თამაშობს თავით, პრესინგი ეხერხება, წარმოუდგენლად თავდაჯერებულია. ძალიან კეთილი ბიჭი, ძლიერი მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს. პარტნიორებს ეხმარება, გასახდელშიც ლიდერია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

"კვარა"? რაც უფრო ხშირად ვუყურებ მის თამაშს, უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერია. როდესაც მეტოქე პრესინგს მიმართავს, მაშინ ვინც წინ
მიიწევს, პასის მიცემით უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან შეტევის გამწვავება შეუძლია. ვიქტორს კიდევ უფრო უნდა მიუახლოვდეს, მეტად დაეხმაროს, რადგან იცის, როგორ იმოქმედოს იერიშებისას რთულ ვითარებაში".

მკითხველის კომენტარები / 21 /
მიაღწია ამ კაცმა მიზანს სეზონის დასაწყისში მბრწყინავი, შემოქმედებითი, ამოუცნობი კვარაცხელიასგან სეზონის ბოლოს მიიღო პოლიტანოს მსგავსი კვარაცხელია, ამის მერე ეს ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია? თფუი . . .
nika
21:40 28-05-2023
11
არაჩვეულებრივი ფეხბურთელისგან, ჩვეულებრივი ფეხბურთელი აქცია სპალეტიმ კვარა.

იმედია წავა სპალეტი და ნორმალური მწვრთნელის ხელში მოხვდება კვარა.
ფეხბურთი
23:43 28-05-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული