ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ბოლონიასთან" წაგებას გადაურჩა

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 66-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე მოქმედებით თავი ამჯერადაც ვერ გამოიჩინა.

ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაღალ ტემპში არ მიმდინარეობდა, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. სტუმრები ოსიმენმა მეკარე სკორუპსკის უხეში შეცდომის შედეგად დააწინაურა. შესვენების შემდეგ ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25-ე გოლი გაიტანა. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. აქედან მოყოლებული მასპინძლები გააქტიურდნენ: 63-ე წუთზე ფერგიუსონმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 84-ეზე დე სილვესტრიმ გაათანაბრა. ბოლოს
სანსონეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრაც დასრულდა.

4 ივნისს, ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (54), 1:2 ფერგიუსონი (63), 2:2 დე სილვესტრი (84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
ლაუტარო არა ბატისტუტა)) რადგან ბოლოს იტანს მაგიტომ? კვარა სამჯერ გახდა თვის საუუეთესო, ყველა მაგაზე საუბრობდა და ბოლო ტურებამდე საერთო შეფასებებშიც პირველზე იყო, კვრას ოდნავ მეტად ეკუთნის ოსიმენზე, ეგაა ბოლო ორი თვე 3 გოლი 3 პასი რო გაეკეთებინა, უალტერნატივლ იქნებოდა, ეხლა შესაძლოა ოსიმენი გახდეს, თუმცა კვარა მეტად იმსაზურებს ნებისმიერზე
მილანისტა
12:23 29-05-2023
0
ყველაზე დიდი სისულელეა პასს არ აძლევენ. მანამდე აძლევდნენ და ეხლა არა? უბრალოდ გადაიღალა სეზონის ბოლოს. ისეთი ვერ არის როგორიც იყო, მაგრამ მაინც ძლიერია. არაუშავს დაისვენებს და ძალებსაც აღიდგენს. ვფიქრობ მომავალ სეზონში უფრო უკეთესი იქნება.
დავით 67
04:22 29-05-2023
3

სიახლეები პოპულარული