"ბოლონიასთან" ნამატჩევს (2:2) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-თან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
"ოსიმენის სეზონი - ეს თავგადასავლის ისტორიაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს. ჩვენ მათ განსაკუთრებულ თვისებებზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, გუნდისათვის ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ვიქტორი კარგად თამაშობს თავით, პრესინგი ეხერხება, წარმოუდგენლად თავდაჯერებულია. ძალიან კეთილი ბიჭი, ძლიერი მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს. პარტნიორებს ეხმარება, გასახდელშიც ლიდერია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
"კვარა"? რაც უფრო ხშირად ვუყურებ მის თამაშს, უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერია. როდესაც მეტოქე პრესინგს მიმართავს, მაშინ ვინც წინ
მიიწევს, პასის მიცემით უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან შეტევის გამწვავება შეუძლია. ვიქტორს კიდევ უფრო უნდა მიუახლოვდეს, მეტად დაეხმაროს, რადგან იცის, როგორ იმოქმედოს იერიშებისას რთულ ვითარებაში".
მიიწევს, პასის მიცემით უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან შეტევის გამწვავება შეუძლია. ვიქტორს კიდევ უფრო უნდა მიუახლოვდეს, მეტად დაეხმაროს, რადგან იცის, როგორ იმოქმედოს იერიშებისას რთულ ვითარებაში" - სპალეტი.
ამ აბზაცში კარგად ჩანს სპალეტის დამოკიდებულება ხვიჩასადმი. მეტი რაღა დაეხმაროს, 14 ბურთი ხვიჩას პასით, 11 მეტრიანით და მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე დამატებით აქვს გატანილი. მოკლედ, ისიმჰენის დანამატად უნდა აქციოს ხვიჩა. ძალიანაც კარგი, რომ ნაპოლიდან მიდის სპალეტი, იმედია, ახალი მწვრთნელი ხვიჩას მეტ თავისუფლებას მისცემს