მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, კარგი მომენტი ლინომ ვერ გამოიყენა, ლოპესმა კი თავისი გუნდი დააწინაურა. კონტრიერიშისას მონტესმა ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ მამარდაშვილმა თავისი გუნდი ორჯერ გადაარჩინა, თუმცა 50-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბრეიტუეიტმა დამატებაზე ყველას დაასწრო. „ვალენსია“ ბევრს და ერთფეროვნად უტევდა და თითქოს მარცხისთვის განწირულად მოჩანდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ლინომ დალაშქრა პაჩეკოს კარი და "ღამურებს" ფრე მოუპოვა.
„ვალენსია“ 41 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 4 ივნისს სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 44 141 მაყურებელი
ვალენსია - ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 ლოპესი (38), 1:1 მონტესი (41), 1:2 ბრეიტუეიტი (50), 2:2 ლინო (90+3)
მეკარის მოედანი შენი სამფლობელო უნდა იყოოოს...... გამოსვლისას ლომივით
უნდა დაიღრიალო, შიშის ზარს სცემდე და თუ საჭიროა, თავიც გაააცალო მოწინაააღმდეგეეს...