საგიჟეთი "მესტალიაზე" - "ვალენსიამ" ესპანიოლი" გააგდო და სავარაუდოდ, თვითონ გავარდნას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ვალენსია“ სახლში „ესპანიოლს“ დაუზავდა (2:2), სეგუნდაში გაისტუმრა, ხოლო თავად, ალბათ, გავარდნას გადაურჩა.

მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, კარგი მომენტი ლინომ ვერ გამოიყენა, ლოპესმა კი თავისი გუნდი დააწინაურა. კონტრიერიშისას მონტესმა ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ მამარდაშვილმა თავისი გუნდი ორჯერ გადაარჩინა, თუმცა 50-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბრეიტუეიტმა დამატებაზე ყველას დაასწრო. „ვალენსია“ ბევრს და ერთფეროვნად უტევდა და თითქოს მარცხისთვის განწირულად მოჩანდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ლინომ დალაშქრა პაჩეკოს კარი და "ღამურებს" ფრე მოუპოვა.

„ვალენსია“ 41 ქულით მეთხუთმეტე
ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 4 ივნისს სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 44 141 მაყურებელი
ვალენსია - ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 ლოპესი (38), 1:1 მონტესი (41), 1:2 ბრეიტუეიტი (50), 2:2 ლინო (90+3)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასეთი ჩავარდნები ასეთ პრინციპულ მატჩში არ შეიძლება. Არასტაბილური მეკარის წარმოდგენას მიქმნის.იმედია ვალენსია გადარჩება და სჯობს დარჩეს.ინგლისი ჯერ ადრეა.
Გაბო
23:21 28-05-2023
6
ეს თამაში უნდა მოეგოთ და თავი ქუდში ექნებოდათ. ეხლა მაინც მოგება ჭირდებათ რომ სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებული. გიორგიმ გამოსვლებზე თამაში უნდა გამოასწოროს და ასეთი ბავშვური შეცდომები არ უნდა დაუშვას თორემ არცერთი დიდი გუნდი არ აიყვანს. ყველას სტაბილური მეკარე უნდა, რომელიც 100% ასაღებ ბურთებს აიღებს და ხანდახან აუღებელსაც. წარმატებას ვუსურვებ გიორგის
მამუკა
11:56 29-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული