"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა სეზონი შეაჯამა და ლიგა 1-ში საუკეთესოდ კილიან მბაპე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) აღიარა.

"ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია. თავის ისედაც სრულ პალიტრას - ტექნიკურ ელეგანტურობას, ბურთის ფლობას, ფეთქებად ძალას, ქირურგიულ ეფექტურობას, მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერის მსგავსია, საკუთარ არსენალს ბეჯითი შრომით დამატებითი სიმები შესძინა, რათა სიღრმისეულ თამაშში უფრო წარმატებული გახდეს", - წერს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის საიტი.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 23 გოლი
გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჟოორჟ !!!!!
100%
29 მაისი 2023 16:40
0
კარგია დროზე რომ მისცეს ქართული პასპორტი და ნაკრებში ათამაშეს, თორემ გიოს საფრანგეტის ნაკრებში თამაშის პერსპეკტივა გაუჩნდებოდა
aleksandre
29 მაისი 2023 14:37
0
გეთანხმები.კოლო მუანზე არაფრით ნაკლები არაა გიო და არც ტურამზე.ჩემი აზრით ახლანდელ საფრანგეთის ნაკრებში მიეცემოდა შანსი.2 ფორვარდით უნდა ვითამაშოთ ბუდუ-გიო,ნორვეგიასთანაც გამოჩნდა როგორი გამართლებულია ეგ.თუ ყველა ნახევარმცველი ფორმაში და უტრავმოდ იქნება შეგვიძლია მივცეთ ჩვენს თანს ორი ფორვარდით თამაშის ფუფუნება.
მეზღვაური
29 მაისი 2023 21:27
0
ყოჩაღ გიორგი, ჩვენი სიამაყე ხარ
Mr.kostaia
29 მაისი 2023 12:21
0
თავში ბევრ არაქართველს ავარდნია. ყველა ეთნაირი ვერ იქნება.
სკილაჩი
29 მაისი 2023 11:30
1
ლიგა ერთში საუკეთესოდ მბაპე დასახელდა,ლიგა ორში მიქაუტაძე,ბრავო გიო!!
!!
29 მაისი 2023 10:36
0
გილოცავთ!
ILIA
29 მაისი 2023 09:49
0
ესაა ევროპული სკოლა, გაქებენ კიდევ უნდა მოუმატო და არ აყვე ემოციებს. გლანძღავენ უფრო მეტად თავდაჯერებული უნდა იყო. შრომის ფასი იციან და იმიტომაც არიან წარმატებულები. წარმატებები გიორგის და ყველა მშრომელ და დაუზარელ სპორტსმენს.
ქომაგი
29 მაისი 2023 08:59
0
ქართველი რომ არ იყოს ვინატრებდი მეორე ადგილზე მყოფს გადაესწრო 1 ტურით ადრე ბომბარდირის გახდომა რა წესია თეორიული შანსი როცა მაინც გაქ ეგრე ნაპოლიც ჩემპიონი იყო ნახევარი სეზონის მერე მარა თეორიული შანსიც უნდა ამოგეწუროს
ნოდო
29 მაისი 2023 08:03
8
გიო გილოცავ ამ დიდ აღიარებას!ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა,ღმერთმა დაგლოცოს,პატივისცემით შენი ერთგული გულშემატკივარი.
ზაზა
29 მაისი 2023 07:59
0
დიდი ნიჭის პატრონია ეს ბიჭი და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ასეთი სწრაფი პროგრესი გასაოცარია,დარწმუნებული ვარ ნორმალურად შანსს თუ მისცემენ ძალიან მაღალი დონის გუნდს გაქაჩავს. ახლა მთავარია კარგი ტრანსფერი- კარგი მწვრთნელი, მაგარი გუნდი, ტრავმების არიდება და შრომის გაგრძელება. წარმატებები გიორგი!
არტ
29 მაისი 2023 07:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული