კვარაცხელიას მწვრთნელი ლუის ენრიკე ხდება - "ნაპოლის" მფლობელი ესპანელის მოთხოვნას დათანხმდა

AutoSharing Option
Il Mattino წერს, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება.

ესპანელის დანიშვნის ინიციატორი პირადად "პარტენოპეის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც "ფურია როხას" ყოფილი დამრიგებლის მოთხოვნას დათანხმდა და მას სეზონურად გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისმა სპალეტის წასვლა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.

altდე ლაურენტისი: სპალეტი შემოქმედებით შვებულებაში გავუშვი - კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია?

altროგორ შეუძლია გამოიყენოს ენრიკემ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი - რას წერს იტალიური პრესა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატზე

მკითხველის კომენტარები / 24 /
ლუის ენრიკეს მაგარი მწვრთნელობის დასაბუთება რა არის? რომელი დიდი გუნდი გააკეთა? მაგრები არიან პეპი, კლოპი და ა.შ.
უსამართლობაა მაგ კაცს 8 მლნ მისცე და ვინც ჩემპიონობა მოგიტანა იმას მაგასთან შედარებით კაპიკები.
gogi
29 მაისი 2023 14:31
3
არცერთ გუნდში არ აქვს მწვრთნელს წამყვან ფეხბურთელებზე მეტი ხელფასი და დელაურა თუ გამონაკლისს დაუშვებს საინტერესო იქნება:)))
-ისე ლუის ენრიკესზე მეტად კვალიფიციური მწვრთნელი არაერთია და დასახელებულ გასამრჯელოზე ბევრად ნაკლები ანაზღაურებით თან.
rable
29 მაისი 2023 13:19
2
იმიტომა დხევანდელი ფეხბურთი რო ფეხბურთი არაა და მწვრთნელს რო ყველა იგდებს და გუნდი ერთია რო არაა და დისციპლინა რო არ არსებობს. ფერგისონი ითხოვდა ცოტა მაინც მაგრამ ყველა ფეხბურთელებზე უფრო მეტ ხელფას რო მერე ლაწირაკებს რომ არ ებლატავათ და შედეგს დებდა კიდეც . უბრალოდ არ გაუმართლა 2 ჯერ შეხვდა მესის ფინალში თორე მესი რომ არაა ორივე ლიგას წამოიხებდა ეგ კაცი. ახლა შეადარე ის მანჩესტერი და დხევანდელი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
29 მაისი 2023 13:38
15
სპალეტიმ მგონი თავს უშველაა
არა რუსეთს
29 მაისი 2023 18:17
2
ეს ნიშნავს რომ ნაპოლი აცხადებს პრეტენზიას გახდეს ტოპ კლუბი და არა 30 წელიწადსი ერთხელ გამონათებების.
ამას ჭირდება პირველ რიგში, ტოპ მწვრტნელი, ავტორიტეტი.
სწორი გადაწყვეტილებაა
las
29 მაისი 2023 13:46
19
მე არ ვიცი და როგორ ფეხბურთს ათამაშებს ეს კაცი?
ILIA
29 მაისი 2023 13:42
2
როგორც გამოჩნდა ლაურენტე(ი)სის გადაწყვეტილება რომ ავტომატურად გაეხანგრძლივებინა 1წლიანი ხელშეკრულება ეს იყო ხრიკი სპალეტის იძულებისა რომ წასულიყო ჭკვიანი კაცი ყოფილა ენრიკეს თუ 8 მილიონზე დათანხმდა ყველაფერი ნათელია. ენრიკეს მოსვლა ნიშნავს ახალ ფეხბურთელებს ცენტრშიც დაცვაშიც და თავდასხმაშიც რისთვისაც ლაურენტესი მზად არის ალბად და აანალიზებს რომ ფულის დახარჯვა მოუწევს და საკმაოდ ბევრის. ეს ნამდვილად სწორი გზაა კვარაცხელიასაც ველით რომ უფრო პროდუქტიული გახდება ორი აზრი არ არის რომ ენრიკე სხვა დონეა სხვა ფილოსოფია და უფრო საინტერესო და ლამაზი სტილი აქვს ვიდრე სპალეტის კრეატიული მწვრთნელია ნამდვილად კვარაცხელიასთვის ყველაფერი უჩვეულოდ კარგად ვითარდება! მასთან ერთად ძალიან გაიზრდება ქართველი მარგალიტი!
T.q
29 მაისი 2023 14:38
7
ასეთ ხელფასზე სპალეტიც არ იტყოდა უარს! (სპალეტი, გაცრცელებული ინფორმაციის თანახმად 4,5 მილიონს ითხოვდა სეზონში).
ლაშა
29 მაისი 2023 13:00
0
ლუის ენრიკე ნამდვილად არაა ცუდი მწვრთნელი მარა რა უცნაურია ტრიუმფატორ მწვრთნელს რომელმაც თითქმის მწვერვალს მიაღწია (ბოლოსდაბოლოს ნაპოლია,არც იუვენტუსია და არც მილანი) სთავაზობ 4 მილიონს და ახალს 8ს, თან არც იცი გაამართლებს თუ არა( მის კარგ მწვრთელობაში ეჭვი არ შემაქ)
dato
29 მაისი 2023 13:47
2
ეს ის შემთხვევაა როცა იტყვიან: "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო" (შესაძლოა სპალეტის ჯიბრზე უნიშნავს ამხელა ხელფასს)
სიმართლე
29 მაისი 2023 22:19
1
რაფაელ გერეიროს თუ მოიყვანს ნაპოლი კარგი იქნება,თან დორტმუნდს ტოვებს ზაფხულში.მარცხენა დაცვის ფლანგს ჩაიბარებს და რუის გაშვება შეეძლება კლუბს სხვაგან,ოლივეირა კიდევ როტაციის ფეხბურთელი გახდება.პლუს ამას გერეიროს ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში,ამ სეზონში 5 მატჩი ჩაატარა ნახევარდაცვის ცენტრში (კლუბი+ნაკრები) და საოცარი შედეგი აქვს: 4გოლი +3 საგოლე პასი.ასე რომ არაა ხელიდან გასაშვები და კარგი იქნება თუ ნაპოლი მოიყვანს ასეთ უნივერსალ ფეხბურთელს.
მეზღვაური
29 მაისი 2023 17:55
0
მეტი არა ჩემი მტერი ამან გაამართლოს, 2023-ის ნოემბერში მოხსნიან!
მწვრთნელი
29 მაისი 2023 14:54
12
8 მლნ კი დაიწერა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა მართლა ამხელა ხელფასის გადახდას დაყაბულდეს ლაურენტისი, მით უმეტეს ლუის ენრიკე ტოპ მწვრთნელებს ჩემის აზრით არ განეკუთნება.
Irakli
29 მაისი 2023 14:58
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული