ზაფხულში მიქაუტაძეზე ტაციაობა იქნება - "ბარნლი" არ ნებდება, ქართველის მეწყვილეც უკვე შეარჩიეს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მეცისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე გუნდები ერთმანეთს შეებრძოლებიან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "მილანმა" ფრანგულ გუნდს 10 მილიონი ევრო შესთავაზა, ახლა კი საქმეში პრემიერლიგაში აღზევებული "ბარნლიც" დაბრუნდა.

"კელტების" დამრიგებელ ვენსან კომპანის ჩვენებურის გადაბირება ჯერ კიდევ 1 წლის წინ სურდა, ახლა კი სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისელებმა "მეცს" ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს და მიქაუტაძისთვისაც პრიორიტეტული პრემიერლიგაში თამაშია.

უფრო მეტიც, კომპანიმ გიორგის მეწყვილე უკვე მოუძებნა და "ბარნლი" "გენტიდან" 20 წლის ნიგერიელი
თავდამსხმელის, გიფტ ემანუელ ორბანის დამატებასაც ცდილობს, რომელმაც იუპერ ლიგის 15 შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა, კონფერენს ლიგის 6 მატჩში კი მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

მიქაუტაძის მსურველთა შორის სახელდება "ტრაბზონსპორიც", თუმცა თურქები ჯერ არ აქტიურობენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიქაუტაძე,ფრანგული ფეხბურთის პროდუქტია,მენტალიტეტიც ევროპული აქვს და აგენტიც იქაურ საქმეებში გარკვეული ეყოლება.მის მიმართ,გაცილებით მეტი ნდობა აქვთ,ვიდრე აქედან წასულ ტალანტებს.მეციც სავარაუდოდ გადავა უმაღლეს ლიგაში და შესაბამისად,მასაც ტოპ ლიგაში მოუწევს თამაშის გაგრძელება.შესაძლოა არსადაც არ წავიდეს და მომდევნო სეზონიც აქ გაატაროს.გუნდში უკვე დამკვიდრებულია და ადაპტაციისათვის,დრო არ დაეკარგება.ასე რომ გიორგის არსად ეჩქარება და სასურველ ვარიანტს,აუჩქარებლად დაელოდება.აქ შეეჩვევა ტოპ ლიგის დონეს და ერთი წლის მერე, უკვე გზა ხსნილი აქვს,როგორც ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს.ეს,განვითარების ყველაზე სწორი გზა მგონია.
სოსო
05 ივნისი 2023 17:49
0
ჩემი აზრით ბარლი ჯობია და რატომ პირველ რიგში იმიტომ რომ თავად კომპანია დაიტერესებული რომ მიქაუტაძე გადავიდეს ბარლიში და პირადად არის ჩართული მისი ტრანსფერის გაჩარხვაში მეორე ბარლი შარშანაც ცდილობდა ჟორჟის დამატებას მაგრამ თანხაზე ვერ შეთახმდნენ მესამე ბარლიში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება ვიდრე მილანში რადგან კონკურენტები არ ჰყავს საფრანგეთის ნაკრების ძირითადის ფორვარდი და ბელგის ნაკრების ფორვარდი რომელიბიც მასზე ბევრად გამოცდილები არიან და იქ მე 3 ფორვარდათ წასვლას და სკამზე ჯდომას ჯობია ბარლიში იყო ძირითადში კი ბარლი არც გრანდია და არც ისეთივე ტიტულოვანი და ისტორიული გუნდია როგორც მილანი ევროპულ ფეხბურთში მაგრამ ინგლისში ბარლი ნამდვილად არ ითვლება ხელწამოსაკრავ გუნდათ ინგლისის ჩემპიონიც არის თავის დროზე თასიც აქვს მოგებული და საკმაოდ დიდი გულშემატკივრებიც ჰყავს და ბოლოს დღეს პრემიერ ლიგა სერიაას დონით და კლასით ბევრად ჯობს.
gio
30 მაისი 2023 22:29
1
ჟირუს გოლების თითქმის ნახევარი თავით გააქვს და ერთი შეხების ფორვარდია, მიქაუტაძე სრულიად განსხვავებული, უფრო ლაუტაროს ტიპის შემტევია და ჟირუს ჩანაცვლებას მისით თუ მოინდომეს შეტევის გადაწყობა მოუწევთ.
rable
30 მაისი 2023 19:31
1
ტრაპზონი არა ქონიასფორი, ინგლისი და იტალია მშვენიერია
Olee
30 მაისი 2023 18:26
0
მილანშიც ექნება პრაქტიკა აუცილებლივ
მილანის მთავარი ფორვარდი ჟირუა რომელიც უკვე ბებერია და 90 წუთს ვერ თამაშობს დიდი ალბათობით მას აღარც განიხილავენ მთავარ ფორვარდად კიდე არის იბრაგიმოვიჩი რომელოც ვაფშე ბებერია და თუ დაბრუნდა მაქსიმუმ 10 15 წუთი ათამაშონ ხოლმე არის კიდე ორიჯი რომელსაც არ ენდობიან და არცაა სანდო.
ჩემი აზრით მიქაუტაძე თუ გადავიდა მილანში აქცენტს მასზე გააკეთებენ ახალგაზდაა და მოძრავი და მომავალია და მასე მგონია რომ დიდი სათამაშო დრო ექნება
კვარაა
30 მაისი 2023 18:03
1
ბარნლიში მთავარ მწვრთნელს უნდა უკვე მეორე წელია, თუ გადავა დიდი ნდობის კრედიტი ექნება და დიდი ალბათობით ათამაშეება კიდეც. პრემიერლიგაა მაინც და ჩემი აზრით არ იქნებოდა ურიგო ბარნლის ვარიანტი.
gionat
30 მაისი 2023 17:02
2
ჩემი აზრით მიქაუტაძე სწორ არჩევანს აკეთებს იტალიის და პრემიერ ლიგას შორის. ვფიქრობ დიდი სათამაშო დროც ექნება ბარნლიში და უფრო მეტი სივრცეც, იტალიურ ჩაკეტილ ტაქტიკისაგან განსხვავებით.

პ.ს. ლაშას ცნობები კი გასახარია საზონოვის და მექვაბიშვილის შესაძლო გადასვლებზე.
G.LA
30 მაისი 2023 14:37
3
არამარტო მიქაუტაძეზე იქნება ტაციაობა. საზონოვი მარსელს უნდა, რომელიც ლიგა 1-ში მესამე ადგილს იკავებს. მექვაბიშვილი კი უდინეზეს და კიდევ ორ იტალიურ კლუბს სურს...
ლაშა
30 მაისი 2023 13:53
1
არ ვიცი, მიუხედავად მილანის პატივისცემისა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება იქ უნდა გადავიდეს, მითუმეტეს ჟორჟს პრემიერლიგა უნდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა წესით უნდა ჰქონდეს. აი მილანისა კი რა მოგახსენოთ? მაგალითად კეტელაარე და სალემაკერსი მაგალითია მცირე პრაქტიკისა კლუბში.
ლაშა
30 მაისი 2023 12:42
3
ეგენი საერთოდ არ უნდა მიეყვანათ მილანში.
ეეე
30 მაისი 2023 14:36
2
Praktika ketelarsac aakvs da mitumetes salemarkerss ubralod pirveli ver moergo seria Ass meore imas tamashobs rac sheudzlia
L.J .
30 მაისი 2023 13:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული