ზაფხულში მიქაუტაძეზე ტაციაობა იქნება - "ბარნლი" არ ნებდება, ქართველის მეწყვილეც უკვე შეარჩიეს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მეცისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე გუნდები ერთმანეთს შეებრძოლებიან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "მილანმა" ფრანგულ გუნდს 10 მილიონი ევრო შესთავაზა, ახლა კი საქმეში პრემიერლიგაში აღზევებული "ბარნლიც" დაბრუნდა.

"კელტების" დამრიგებელ ვენსან კომპანის ჩვენებურის გადაბირება ჯერ კიდევ 1 წლის წინ სურდა, ახლა კი სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისელებმა "მეცს" ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს და მიქაუტაძისთვისაც პრიორიტეტული პრემიერლიგაში თამაშია.

უფრო მეტიც, კომპანიმ გიორგის მეწყვილე უკვე მოუძებნა და "ბარნლი" "გენტიდან" 20 წლის ნიგერიელი
თავდამსხმელის, გიფტ ემანუელ ორბანის დამატებასაც ცდილობს, რომელმაც იუპერ ლიგის 15 შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა, კონფერენს ლიგის 6 მატჩში კი მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

მიქაუტაძის მსურველთა შორის სახელდება "ტრაბზონსპორიც", თუმცა თურქები ჯერ არ აქტიურობენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არამარტო მიქაუტაძეზე იქნება ტაციაობა. საზონოვი მარსელს უნდა, რომელიც ლიგა 1-ში მესამე ადგილს იკავებს. მექვაბიშვილი კი უდინეზეს და კიდევ ორ იტალიურ კლუბს სურს...
ლაშა
13:53 30-05-2023
1
არ ვიცი, მიუხედავად მილანის პატივისცემისა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება იქ უნდა გადავიდეს, მითუმეტეს ჟორჟს პრემიერლიგა უნდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა წესით უნდა ჰქონდეს. აი მილანისა კი რა მოგახსენოთ? მაგალითად კეტელაარე და სალემაკერსი მაგალითია მცირე პრაქტიკისა კლუბში.
ლაშა
12:42 30-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული