"შახტარი" ერთი ტურით ადრე გახდა უკრაინის ჩემპიონი - ისტორიაში მეთოთხმეტედ. დღეს გუნდს თასი, ფეხბურთელებს კი ოქროს მედლები გადასცეს. დონეცკელთა რიგებში ჩემპიონი 22 წლის უნივერსალი გიორგი გოჩოლეიშვილი გახდა, რომელსაც 28 ივნისს "დნიპრო 1"-თან მოგებულ მატჩში (3:0) მონაწილეობა არ მიუღია.
გოჩოლეიშვილმა პრემიერლიგის 12 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
დონბასური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე შანსები პესიმისტურად შეაფასა ქვეყნის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ.
"არ ვიცი, როგორ გამოვა ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარი". ვშიშობ, იქ ხმაურიან წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ამ ტურნირზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდები ასპარეზობენ. რა
უნდა გააკეთოს იქ "შახტარმა"?
"მეშახტეები" დაცვიდან კონტრშეტევებზე თამაშს აირჩევენ და მეტოქის შეცდომას დაელოდებიან. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შემტევი გუნდია. ინგლისის ჩემპიონატში ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც საკუთარ საჯარიმოშია ჩამდგარი და თავდაცვითაა დაკავებული. ყველა თავს იცავს, ყველა უტევს. ტოპ-ჩემპიონატებში თვით მეათე-მეთორმეტე ადგილებზე მყოფი გუნდების ფეხბურთელები მაღალი ოსტატობით გამოირჩევიან", - ციტირებს საბოს ua-football-ი.