ძიუბა: სლუცკი სანტექნიკოსია, ხვიჩა - ბრილიანტი... დღემდე მადლობას ვეუბნები საფეხბურთო ღმერთს, რომ კვარაცხელია...

AutoSharing Option
ერთ-ერთ იუმორისტულ რუსულ Youtube არხზე არტიომ ძიუბა, ალექსანდრ სამედოვი და ლეონიდ სლუცკი საუბრობდნენ, რა დროსაც ძიუბამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.

მან ქართველ ფეხბურთელს ბრილიანტი, სლუცკის კი სანტექნიკოსი უწოდა.

"დღემდე მადლობას ვეუბნები საფეხბურთო ღმერთს, რომ ხვიჩა, ეს ბრილიანტი, "რუბინიდან" წავიდა. შეუძლებელია, სანტექნიკოსმა ალმასზე მუშაობა შეძლოს.

მხოლოდ ლეონიდ ვიქტოროვიჩს მიაჩნია, რომ გზა "ნაპოლისკენ" ხვიჩას მან მისცა. მას ასევე მიაჩნია, რომ "რუბინი" რუსეთის უმაღლესი დივიზიონიდან არა მის გამო გავარდა, არამედ დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ", - თქვა ძიუბამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აქ მართლა ჯერა ზოგს რო მაგათმა გაზარდეს კვარაცხელია ჰაჰაჰა / ოხ ეს 14 წლის ბავშები. სანამდე რუბინში გადავიდოდა იქამდე უკვე ქონდა სახელი. 2016 წელს როცა ესპანეთში ვიყავი არ ვინტერესდებოდი ფეხბურთით და იქაურმა ქართველმა მითხრა რო საქართველოში მოკვდა ფეხბურთიო მაგრამ ერთი ბიჭი კვარაცხელია მაგარი იზრდებაო და ვნახოთ რა იქნებაო. მე უთხარი ისეთი მაგარი რამდენი იყო მეთქი მაგრამ მერე ჩაქრნენ მეთქი. ჯამში მართალი ყოფილა. რუსებმა მადლობები უნდა იხადოს იქ რო თამაშობდა. არ ვართ ევროკავშირის წევრი თორე მაგ სახორეთში ნორმალურ ფეხბურთელს რა უნდა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
31 მაისი 2023 21:41
28
უმადურობა,ზოგჯერ მკვლელობაზე მძიმე ცოდვაც კია.ჭანტურია,ბარსელონას აკადემიაში ვარჯიშობდა და დღეს სად არის?ნაცარაშვილიც,სადღაც მეოთხე ლიგაში გადააგდეს,ჩაკვეტაძემ,ჯერაც ვერ აღიდგინა უვარგისი პატრონისგან მიღებული ვნება და ვერ ჩადგა ფორმაში.სლუცკიმ კი,რუბინში თავიდან ზურიკოს დუბლიორი,რუბინის ლიდერობამდე გაზარდა და კლუბის მეპატრონეების ცოდვებს,მას ნუ ავკიდებთ.ცუდს რომ ცუდს დაარქმევ და კარგზე კარგს იტყვი,ეგ არის წესიერება.ნაპოლიში უცებ ვარსკვლავად რომ იქცა,თვითონ გჯერა, რომ მხოლოდ ნაპოლიში მიღებული,ან საქართველოში ყოფნისას მიღებული უნარებით მოხდა?საკვები არის გარეშე,სოკოც კი ვერ იზრდება და ტალანტის გაზრდა ასე თავისით,როგორ წარმოგიდგენია?!რუსოფობიაც ქსენოფობია და ნორმალური ადამიანი,ყოველთვის ჰგმობს ქსენოფოფობიას.ამდენმა სიძულვილის თესვამ,სადამდე მიიყვანა აქ საქართველო და იქით მთელი მსოფლიო,ვერ ხედავ?-ყველგან ომია და სისხლი იღვრება!იქნებ დაფიქრდე ამაზე!
სოსო
01 ივნისი 2023 15:17
0
Რა ცოდო ხარ.ქურუმმა რაო,ფიები ვჭამეო?
G.LA-ს
31 მაისი 2023 21:14
13
აქ გონიათ რუსეთუმებს და მონურ აზროვნების სიმადლით დაბნელებულებს რომ ხვიჩა რუსებმა გაგვიზარდეს. ჯერ სიომინმა და მერე სლუცკიმ. აქამდე ან ამის შემდეგ გაზარდონ მაგ საცოდავებმა მიახლოვებული ვინმე.. თურმე მადლობელი უნდა ვიყოთ თამაშის უფლებას რომ აძლევდნენ, არადა სამადლობელო მათ აქვთ და იმიტომაც უხდიან ფეხბურთელებს ფულს მათ გუნდში რომ თამაშობს. რუსეთში თავის დროზე თამაშობდნენ ცხადაძე, კობიაშვილი, ყაველაშვილი, რევიშვილი, დემეტრაძე, ჯამარაული, შელია და სხვები, მაგრამ არავისზე ასე არ უთქვამს არავის რომ მათ გაგვიზარდეს ფეხბურთელი. ეს ბიჭი რომ დაინახეს ვარსკვლავად ავარდა ცაში, მაშინვე თავის გაზრდილად მონათლეს და აქედანაც დაეხმარნენ ზოგნი.
G.LA
31 მაისი 2023 16:12
43
რაც ხვიჩა რუსეთში წავიდა,მის თამაშს ყოველთვის ვუყურებდი,ჯერ ლოკომოტივის,შემდეგ კი რუბინის შემადგენლობაში და შემიძლია ვთქვა,რომ სლუცკი,მართლაც მუშაობდა მის განვითარებაზე.თავიდან მის პოზიციაზე,ზურიკოს ათმაშებდნენ,მაგრამ თანდათან,სლუცკიმ ხვიჩას მისცა უპირატესობა და აშკარად ვხედავდი,ყოველი ორი-სამი თამაშის შემდეგ,როგორ უცვლიდა დავალებას და ახალ ტაქტიკურ თუ ტექნიკურ მოქმედებებს აკეთებინებდა.საკლაოდ ბევრი ასწავლა სლუცკიმ და გუნდისათვის გაცილებით სასარგებლოც გახადა.მანამდე კი,რუბინის ფეხბურთელები აშკარად ბურტყუნებდნენ,ეს ბურთს დაკარგავს და გაჩერდება,სირბილი კი,ჩვენ გვიწევსო!მხოლოდ მეორე სეზონში აღიარეს,ფეხბურთელებმა,მერე კი,ცენტრალურ თავდამსხმელად,დესპოტოვიჩიც მოიყვანეს და ხვიჩას მისმა გოლებმა,ხვიჩას პასებით,თანაგუნდელებიც დაარწმუნა,ხვიჩას საჭიროებაში.აგერ ლუკა გაგნიძე,მოსკოვის დინამოშია და ჩრდილიღაა ძველი ლუკასი.
სოსო
31 მაისი 2023 20:08
4
არ ხარ მართალი , სიომინს არცერთხელ არ უთქვამს რომ მათ რამე *ღვაწლი* მიუძღვის ხვიჩას *გაზრდაში* , პირიქით - პირველი დღიდანვე სულ იმას ამტკიცებდა , ხვიჩა ბრილიანტია და დიდ ფეხბურთს ითამაშებსო . კაცმა თქვა - *ცრემლები წამომივიდა* ლოკომოტივიდ დირექტორატის გადაწყვეტილრბაზეო.
კახა
31 მაისი 2023 19:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული