U19. პორტუგალიური კლუბის მცველი ქარსელაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის "რიუ ავეს" 18 წლის მცველ ჟორჟე ქარსელაძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აზერბაიჯანთან და ბელარუსთან 16 და 18 ივნისს ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად  უხმეს, - იტყობინება კლუბის საიტი:

"ჩვენი გუნდის ფეხბურთელი 2022/23-ის სეზონში შესანიშნავი თამაშის შედეგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოძახებით იქნა დაჯილდოებული.

ამ სეზონში 18 წლის ქარსელაძე და U23-ის სხვა ფეხბურთელები ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და ქართველს შრომა დაუფასდა - 33-ე ტურში "პაკოშ ფერეირასთან" პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა, ბოლო ტურში კი "ფამალიკაოსთანაც" ითამაშა".

ქარსელაძე პორტუგალიაშია დაბადებული,
განაპირა მცველია და გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
მკითხველის კომენტარები / 11 /
19 wlianebis shemadgenloba vnaxe da briuges ingushi fexburteli ar aris,arada isic unda kofiliko da xom ar icit ratom ar aris?
Givi
01 ივნისი 2023 16:23
0
16 წლის ახლა გახდა 17 წლამდელებში გამოიძახებენ სავარაოუდოდ ჯერ
Haaland
01 ივნისი 2023 17:05
0
დაიბადა პორტუგალიაში აქვს პორტუგაკის მოქალაქეობა ასევე საქართველოს მოქალაქეობა მან აირჩია საქართცელო განოთქვა სურვილი თუ გამომიძახებენ 19/წლამდელებშიო დიდი სიამოვნებით ვითქმაშებო გამოიძახეს კიდეც წარმატებები გიო
ემიგრანტი
01 ივნისი 2023 16:15
0
200 წვეყანაა მსოფლიოში და რაღა ბელარუსი შეარჩიეთ სათამაშოთ? გასაგებია რუსეთივით სანქციები არ ადევს მაგრამ ყველა ერიდება და რაღა თქვენ გამოდექით ქველმოქმედები? ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა და პუტინის გვერდით დგომა არ არის საკმარისი? თავმოყვარეობა არ გაქვთ?
ვენეციის კომისია
01 ივნისი 2023 11:41
14
Karse kofila da portugaliis droshit vnaxe...warmatebebi
Givi
01 ივნისი 2023 11:30
1
პორტუგალიაში დაიბადა,გაიზარდა და იქ თამაშობს.მოქალაქეობა,როგორც ვიცი ორმაგი უნდა ჰქონდეს,ყოველ შემთხვევაში,პორტუგალიის მოქალაქეობა აუცილებლად ექნება.რა თქმა უნდა თავისად თვლიან და პორტუგალიური დროშით გამოსახავდნენ.
სოსო
01 ივნისი 2023 15:42
0
კი იყო ბოლო ტურში ფამალიცაოსთან შეცვლაზე შეიყვანეს და მუდმივად განაცხადშია karse ასე წერია
Gibis
01 ივნისი 2023 11:19
2
Exla vnaxe riu aves bolo tamashebi da qarseladze at iko arc 33 da 34 turis ganacxadshi???
Givi
01 ივნისი 2023 08:43
5
მგონი ხორხე გამოდის პორტუგალიურად ჟორჟ ფრანგულად
ქართულად გიორგია
01 ივნისი 2023 06:28
4
არა, ხორხე ესპანურადაა. პორტუგალიურად არის ჟუარჟე.
კოტე
01 ივნისი 2023 21:09
0
წარმატებები, მალე ეროვნულის მაისურითაც ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე
P.S გიორგი ქვია და არა ჟორჟი ;)
რეზზ
01 ივნისი 2023 02:10
2

სიახლეები პოპულარული