"რა უნდა ჩაკვეტაძესთან" დაკავშირებით "გენტს" - "სლოვანის" დირექტორი ქართველის შენარჩუნებაზე მუშაობს

AutoSharing Option
"სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში ძირითადად ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

-  ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩაკვეტაძე მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით ითამაშებს. მას ჩინებულ ფეხბურთელად ვთვლი, რომელიც გუნდს ძალიან დაეხმარა და გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, კონტრაქტის გამოსასყიდად ყველაფერს ვაკეთებ. ესაა ჩვენი მიზანი, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.

- კულუარებში ამბობენ, რომ მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 10 მილიონი ევროა. თქვენ თუნდაც თანხის განახევრებაზე რომ შეუთანხმდეთ, შეუძლია დღეს "სლოვანს" ვინმეს 5 მილიონად შეძენა?
- არ შემიძლია დაგისახელოთ თანხა, რომელზეც "გენტთან" მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. "სლოვანი" სხვა სიტუაციაში უნდა იყოს, რათა ერთ ფეხბურთელში, ვთქვათ, 4 მილიონის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდეს. სხვა ვარიანტებს ვეძებთ, რომლებითაც ტრანსფერის განხორციელებას მოვახერხებთ: არსებობს იჯარა, შემდეგი გასხვისებიდან პროცენტის გადახდა - ბევრი ალტერნატივაა. თავად ფეხბურთელი ტრანსფერში ხშირად თამაშობს მთავარ როლს.

თვითონ ჩაკვეტაძეს რა სურს?
- "სლოვანში" დარჩენა უნდა. თუმცა, ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. სამი ვარიანტია: ან ჩვენთან სრულფასოვანი ტრანსფერით გადმოდის, ან სხვა კლუბი ყიდულობს, ან "გენტი" ისევ იჯარით უშვებს. უცნობ მოწინააღმდეგეებს ვებრძვით. არ შემიძლია ვივარაუდო, მასთან დაკავშირებით ბელგიურ კლუბს რა გეგმები აქვს.

- ვისი სიტყვა უფრო წონადია მოთამაშის მომავალთან დაკავშირებით, კლუბის თუ ფეხბურთელის?
- როდესაც საქმე ტრანსფერზე მიდგება, კლუბს მუდამ ექნება უპირატესობა, მაგრამ მეორე მხრივ, ფეხბურთელს შეუძლია თქვას, სად უნდა გადასვლა. ეს მისი თავისუფალი არჩევანია.

- შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ, რომ გიორგიმ სხვა კლუბში იასპარეზოს?
- ის აქ დასარჩენად, რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს. ქომაგების რეაქცია მის თამაშზე, ყველაფერზე რაც განიცადა, მნიშვნელოვანია... "გენტში" კარიერის რთულ პერიოდთან შედარებით, ახლა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

- 23 წლის ქართველის შენარჩუნება ახალი სეზონის დასაწყისში სტადიონზე ტრიბუნების შესავსებად, ალბათ, საკმარისი არ იქნება...
- მისმინეთ, ხალხმა სეზონი პოზიტიურ ნოტზე დაასრულა, აქედან უნდა გამოვიდეთ და ახალ სეზონში გადავიდეთ. ჩვენი გუნდის მწვრთნელი რჩება, ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და ვფიქრობ, ეს საკმარისია. უახლოეს კვირებში შემადგენლობის გასაძლიერებლად შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო და რაც შეიძლება უკეთ მოვემზადოთ ევროტურნირებისთვის. ამ ბრძოლაში გულშემატკივართა დახმარება დაგვჭირდება. ისინი იყვნენ და რჩებიან ჩვენს მეთორმეტე მოთამაშედ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვე შენ ღმერთი არ გაგწირავს
მჯერა რომ იპოვი შენს გზას!
მხნედ იყავი
უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს
თენგო
18:51 01-06-2023
1
აი რა ხდება როცა ფეხბურთელის ბედი იდიოტების ხელშია @ 2027 წლამდე ჩაუგდეს ხელში იმ არაკაცებს გენტიში და ეხლა იმათი მონასავითაა--შეჯდებიან ვირზე და 10 მილიონს ფეხს არ მოუცვლიან @ და 10 მილიონს კი არავინ არ გადაიხდის ! აგერ რაპიდში ტრანსფერიც უზარმაზარი ფულის გამო ჩაიშალა @@
zura222
22:54 01-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული