გიორგი მიქაუტაძის შეძენას ბუნდესლიგის კლუბებიც ეცდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში გამორჩეულ სეზონს ატარებს, ამის ფონზე კი მისით დაინტერესებას არაერთი ევროპული გუნდი გამოთქვამს.

რამდენიმე დღის წინ Footmercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგის გადაბირებით "მილანია" დაინტერესებული. ფრანგი ჟურნალისტის, მუჰამედ ტუბაშეს ცნობით კი, მიქაუტაძის შეძენა ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბსაც სურს, თუმცა რომელ კლუბებზეა საუბარი, ფრანგ ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ "მეცის" მაისურით ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 23 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

altზაფხულში მიქაუტაძეზე ტაციაობა იქნება - "ბარნლი" არ ნებდება, ქართველის

მეწყვილეც უკვე შეარჩიეს

alt"მადლობა ოჯახს, ეს ჯილდო მათთვისაა" - გიორგი მიქაუტაძე საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

alt"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიოს. დიდი მომავალი აქვს და უფლის მფარველობა მინდა ვუსურვო, მინდა გაუმართლოს კლუბის არჩევაში, შრომა გააგრძელოს და მრავალგზის გაგვახაროს!
არტ
12:36 01-06-2023
0
ღმერთმა გვიმრავლოს შენისთნები...
გურამი
11:46 01-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული