20 მილიონი ერთი, 20 მილიონი ორი - მიქაუტაძის შესაძენად "სატრანსფერო აუქციონი" დაიწყო

AutoSharing Option
დიდებულად ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე, "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ბრიტანული Football League World-ი იტყობინება, რომ "ვულვერჰემპტონსა" და "ბარნლის" შემადგენლობის გაძლიერების გარეშე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. "მეცმა" კი იგრძნო რა, რომ ტრანსფერში უფრო მეტის აღებაა შესაძლებელი, მიქაუტაძის ღირებულება გააორმაგა (10 მილიონი ევროდან 20 მილიონამდე) და ინგლისელები ამ თანხის გადახდაზეც არ არიან უარს.

გამოცემა წერს, რომ პერსპექტივისა და ასაკის გათვალისწინებით, ქართველს საუკეთესო წლები წინ აქვს, არ აქვს
მნიშვნელობა, "მეცი" დაბრუნდება თუ არა ლიგა 2-ში, რამეთუ ქართველს ნებისმიერ შემთხვევაში კლუბისთვის სარეკორდო თანხად გაყიდის.

ფრანგული Le10sport-ის ცნობით, წარუმატებელი სეზონის შემდეგ გიორგის მშობლიურ კლუბში დაბრუნება "ლიონს" სურს, თუმცა მოლაპარაკებები არ დაწყებულა და 20 მილიონის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემი აზრით , თუკინმეცი წელს გადავა ლიგა 1 ში , 1 სეზონი ღირს თავისი ძალები მოსინჯოს საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში, ყოველშემთხვევაში სხვა ტოპ გუნდში გადასვლას და შეცვლაზე თამაშს ან იჯარას ეს მირჩევნია... თუმცა, რა თქმა უნდა არც იმას გამოვრიცხავ რომ თუნდაც ბარნლის ძირითადი ითამაშოს
ილიავარ...
02 ივნისი 2023 17:13
1
20-იც ღირს და 40-იც!!!
დედას გორჯისტანა
02 ივნისი 2023 14:41
3
ჩვენი ფეხბურთელების წარმოჩენა და გაძვირება ხვიჩასგან დაიწყო
მანამდე ევროპა ეჭვით უყურებდა ჩვენებს.
ამიტომ იყიდეს ხვიჩა იაფად(სხვებიც),
აი ახლა კი დროა ჩვენც დავიფასოთ თავი
თენგო
02 ივნისი 2023 08:55
1
მისი ასეთი ტრანსფერი ხვიჩას დამსახურებაა რაღაც დოზით. მისი შემხედვარე ევროპელებმა გაიგეს რომ ქართველებს დიდი საოცრებების მოხდენა შეუძლიათ ფეხბურთში და დაინტერესდნენ, მათ ჰგონიათ რომ რაც შეიძლება იაფად შეიძლება მათი შეძენა. მაგრამ უნდა იცოდნენ რომ ის შეცდომა რაც ხვიჩას აგენტებმა დაუშვეს აღარ განმეორდება. სწორად მოიქცა მეცი რომ ფასი გაზარდა მიქაუტაძის ტრანსფერის
დავით 67
02 ივნისი 2023 07:01
0
პეტრიაშვილი რო ყავდა აჩის სტუმრად იმანაც ხო თქვა-
გვარებს არ დავასახელებ,მაგრამ ასაკმომატებული ფეხბურთელები ნაკრებს უნდა მოშორდნენო.
მე დავასახელებ
კვეკე,აბუ,კაშია,ოქრო,ორივე ვაკო,ქვილითაია- ამ ბიჭებთან დიდი მადლობა.
უნდა დამთავრდეს "შეკრული ვახ 21-06" ნაკრები,
აწი C კლასი სპორტკუპეს დროა-ანუ ვისაც სირბილი შეუძლია,კაცის მოტყუება შეუძლია და დამდგარი ფეხში პასს არ თამაშობს.
ხვიჩა,ჩაკვე,ჟორჟი,წიტაიშვილი,კოტე,გოჩოლეიშვილი, და ახალგაზრდული და ველოდები კიდე 3-4 ბიჭის წარმოჩენას
აბა ჰე,აბა ჰო
Levani
02 ივნისი 2023 05:52
1
მამარდაშვილმა ევროტურნირზე გაიბრწყინა და მადლიერებიც კი ვიყავით,800 000 ად რომ წაიყვანა ვალენსიამ.ასევე,ჩაკვემ,ნაკრებში გაიბრწყინა და მარტომ გაამარჯვებინა ნაკრებს ჯგუფში.მასშიც 800 000 გადაიხადეს და აგერ მეორე ლიგაში გაბრწყინებულ მიქაუტაძეში,უკვე სულ ცოტა 20 მილიონს იხდიან.გიორგის ტალანტს არ ვაკნინებ,მაგრამ არც საქართველოში გაბრწყინებულ ამ ბიჭებში და არც რუსეთის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში,ჩემპიონატის სახედ ქცეული ხვიჩას შესასყიდად,ღირსეული თანხა,არავინ გაიმეტა.ახლა უკვე გაიგო ევროპამ,რომ საქართველოში შესანიშნავი ტალანტები იზრდებიან. იმედი ვიქონიოთ,რომ ამ ევროპის ჩემპიონატში,ჩვენი ბიჭები თავს გამოიჩენენ და მათ საყიდლად,ევროპული კლუბები,უფრო გაბედულად გაიკრავენ ჯიბეზე ხელს.ეს არის ქართული კლუბების შანსი,ფინანსურად ცოტა წელში გაიმართონ და ევროტურნირებისათვის უკეთესი დაკომპლექტების ხარჯზე,ტურნირებში უფრო შორს გააღწიონ და ამითაც,კიდევ უფრო მოძლიერდნენ ფინანსურად.იმის ტვინი ალბათ ეყოფათ,რომ ძველებურად კაპიკებში არ გადაყარონ ნიჭიერი ბიჭები და საკუთარ ხაზინასთან ერთად,ეს ბიჭებიც არ დააზარალონ,მეტისმეტი სიიაფის გამო.
სოსო
01 ივნისი 2023 22:07
3
ჩემი აზრით მეცმა იმიტომ გაზარდა მიქაუტაძის ფასი რომ ბოლო ტურში თუ მოიგო გუნდმა გადადის ლიგა-1 ში და ამ შემთხვევაში უნდათ მიქაუტაძის შენარჩუნება რადგან თუ ლიგა-1 შიც მიქაუტაძემ ასეთივე შედეგები დადო რა შედეგიც აქვს ახლა შემდეგი სეზონის ბოლოს მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 30-40 მილიონი იქნება მეცმა დაინახა რომ აქვს რეალური შანსი დაბრუნების ლიგა-1 ში და გადაწყვიტა ფეხბურთელის შენარჩუნება.
gio
01 ივნისი 2023 21:36
2
ისეთი ინფოა,გეწყინოს თუ გაგიხარდეს კაცს,არ იცი.
კარგი იქნება თუ დააღწევს თავს საფრანგეთის ლიგას.
კარგი რომ იყოს მესი და ნეიმარი გამოიქცეოდნენ იქიდან:)))
ხუმრობა იქით იყოს და გიორგი იმსახურებს უკეთეს ლიგას და გუნდს.წარმატებები ჟორჟ გენაცვალე.
Mr.kostaia
01 ივნისი 2023 21:02
2
როგორ მიხარია გიო რო ჩვენია!!!!
ნინო
01 ივნისი 2023 20:34
1
ესენი ისე იზამენ და იმდენს დაადებენ თანხას ამ ბიჭს მეცში ჩატოვებენ
ეეე
01 ივნისი 2023 20:14
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული