კვარაცხელიას სეზონის ბოლო მატჩის დღე, თასი, ჯილდოები და სპალეტის დამშვიდობება...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონში ბოლო, 38-ე ტური მიმდინარეობს. მისი გამარჯვებული 33 წლის შემდეგ "ნაპოლი" გახდა. არადა, სეზონის წინ ამას თავად კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელიც ვერ წარმოიდგენდნენ, გუნდიდან ხომ ლიდერები წავიდნენ. ვიცით, ყველაფერ ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი რამხელაა და ჩვენებური სეზონის საუკეთესოდაც დაასახელეს. წარმოიდგინეთ, პსჟ-ის თავკაცი საუბრობს, რომ ლიონელ მესის პირველი სუსტი სეზონი ადაპტაციამ განაპირობა, ქართველი გარემარბი კი ევროპულ ფეხბურთში მართლაც საოცრად შეიჭრა, იტალიაში ხომ გამორჩეულია და ჩემპიონთა ლიგაზე "ჯოჯოხეთი" (ბრიტანული მედიის შეფასებით) "ლივერპულის" მცველს, ტრენტ ალექსანდ-არნოლდს მოუწყო.

Sportall.Ge

ნეაპოლელები
სეზონს საკუთარ "დიეგო მარადონაზე" დაასრულებენ - დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე. სპალეტის გუნდმა უკანასკნელ 3 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და საკუთარ კარში 5 გოლი მიიღო. "ნაპოლი" საკუთარ თავს აღარ ჰგავს და სხვა ფაქტორებთან ერთად, ამის მიზეზი მოტივაციის პრობლემაცაა. იტალიის ჩემპიონები საკუთარ არენაზე მაინც მუდმივად დომინანტები არიან, "მილანთან" (0:4) განადგურება საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. სტეფანო პიოლის გუნდი ერთადერთია, რომელმაც წელს ნეაპოლელებს აშკარად აჯობა. გამომწვევ მიზეზებზე ბევრი დავწერეთ, ერთს კვლავ გავიმეორებთ - სპალეტის, აგვისტოდან მოყოლებული, ე.წ. გეგმა "ბ" არ გააჩნია, ის წარმატებას საკუთარი დომინანტური ტაქტიკით ახერხებდა. ესაა ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივრებს იზიდავს. ლუჩანო მიდის - ის დღეს ნეაპოლელებს თასით დაემშვიდობება.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, წელს ლუჩანო შინ სეზონის საუკეთესო მწვრთნელია და ევროპაშიც ერთ-ერთი გამორჩეული. მან ახალწვეულების გუნდთან შერწყმა ბრწყინვალედ შეძლო. გასაკვირია, რომ სერია "ა"-ს საუკეთესო ნახევარმცველების ნომინაციაში "კვარას" თანაგუნდელები არ არიან, თუმცა სტანისლავ ლობოტკას როლი ამ შედეგებში წარმოუდგენლად დიდად მიგვაჩნია. ვიქტორ ოსიმენი საუკეთესო ბომბარდირი, ხვიჩა კვარაცხელია კი - მეპასე. კიმ მინ ჯე სეზონის მცველად აღიარეს...

Sportall.Ge

"სამპდორიასა" და "ნაპოლის" შორის პირველი წრის მატჩში ნეაპოლელებმა (2:0) იმარჯვეს. გენუურ კლუბს კამპანიელები მუდმივად ჩაგრავენ. გამონაკლისი 2018 წელი იყო, როცა "ლუიჯი ფერარიზე" "სამპამ" დიდი ანგარიშით (3:0) მოიგო. დღევანდელი შემადგენლობიდან აქ ზელინსკი და რუი გამოდიოდნენ, მეკარე ალექს მერეტი კი კარლო ანჩელოტის გუნდის განაცხადშიც არ იყო. დღევანდელ მატჩში, რომელსაც ერმანო ფელიციანი განსჯის, "ნაპოლის" ოპტიმალურ შემადგებლობას ველით.

altსპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს

altკვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

altროგორ იწყებდა კვარაცხელია - საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები...

მკითხველის კომენტარები / 34 /
კვარას, ოსიმენს, კიმ მინჯეს და დი ლორენცოს მიუძღვის დიდი წვლილი ნაპოლის გაჩემპიონებაში. ისე დაიწყეს სეზონი რომ, 10 ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა. ასევე ლოგიკურია რომ ნაპოლიდან უნდა აირჩეს სეზონის MVP. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, სრულიად კლუბმა და მათ შორის კვარამაც ცოტა მოუკლო შედეგიან თამაშს, მაინც ნაპოლიდან უნდა აირჩიონ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. მე კი ვფიქრობ რომ ეს კვარა იქნება, იმიტომ რომ ის 3-ჯერ გახდა თვის საუკეთსო ფეხბურთელი. ლეალო წინა სეზონზე, ნახევარი სეზონი დასეირნობდა მაგრამ მაინც მისცეს MVP-ს ტიტული. ასე რომ ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური აზრით, სასაცილო იქნება კვარა რომ არ გახდეს წლის ფეხბურთელი იტალიაში!
შოთა
17:30 02-06-2023
2
ხვიჩა! დღეს მნიშვნელოვანი მატჩია პირადად შენთვის.
თუ კარგად ითამაშებ, ყველა კრიტიკოსი გაჩუმდება.
წარმატებები!
ქ. გ.
13:21 02-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული