ეს საოცრებაა - სადებიუტო სეზონში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
რეიტინგი შედგენილი იყო Stats Perform-ის გაფართოებული ანალიზის მიხედვით, რომელიც ემყარება Hawk-Eye-ს სისტემის ჩანაწერთა მონაცემებს. სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკას და ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებებს, არამედ პოზიციურ მონაცემებს. ეს საშუალებას იძლევა გაანალიზდეს მნიშვნელოვანი ასპექტები: უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში შეტანილი წვლილი, საბოლოო ჯამში კი ობიექტურად და ხარისხიანად ადგენს შედეგს.
იმ ძირითად მახასიათებლებს შორის, რომელთა მეშვეობით კვარაცხელიამ კონკურენტებს აჯობა, შემდეგი მონაცემები სახელდება:
- ტექნიკური ეფექტურობის 94%-იანი
დონე, რაც სერია A-ს უკანასკნელი წლების რეკორდია და ევროპული კლასის საუკეთესო თავდამსხმელთა შესაბამისია.
- საუკეთესო ფეხბურთელის ფორმას მუდმივად ინარჩუნებდა და ფიზიკურ ეფექტურობას 17 მატჩში გადააჭარბა - 95%.
"ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა სერია A-ზე შთამბეჭდავი იყო. ვულოცავთ "ნაპოლის" იმას, რომ იტალიაში ასეთი ტალანტი ჩამოიყვანა, რომელმაც პირველივე მატჩებიდან თავისი ტექნიკის, დრიბლინგის, ინდივიდუალობისა და შემოქმედითობის რეპერტუარი შემოგვთავაზა. 12 გოლითა და 10 საგოლე პასით ის "აძურის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, რომელმაც სკუდეტო მოიგო და მრავალ გულშემატკივარსა და ლამაზი ფეხბურთის დამფასებლებს ოცნების უფლება მისცა", - განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სერვომ.