ნიჭი, შრომა და დიდი აღიარება - კაპელო და სიომინი კვარაცხელიას წარმატებას გამოეხმაურენ

AutoSharing Option

"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას მწვრთნელები ფაბიო კაპელო და იური სიომინი გამოეხმაურენ.

კაპელო: "არჩევანს ვეთანხმები! ხვიჩა აბსოლუტურად სამართლიანად იქნა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული".

სიომინი: "დიდი წარმატებაა იყო იტალიური ლიგის საუკეთესო მოთამაშე. ეს უმაღლესი დონეა. ხვიჩამ ეს დაიმსახურა, ვინაიდან ყოველ მატჩში მაგრად თამაშობდა და "ნაპოლის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მარცხენა თავდამსხმელის მიერ ამდენი გოლის გატანა და ამდენი საგოლე გადაცემის გაკეთება მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ.

ის ყოჩაღია. ხვიჩამ ნიჭის რეალიზება თავისი ყოველდღიური შრომით შეძლო. ის მუშა ადამიანია,
რომელსაც უყვარს კლუბის ინტერესებისთვის გარჯა. აქვს მიზანი და ამ მიზანს აღწევს. ამ მომენტისთვის გასაოცარ წარმატებას მიაღწია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანაიას მოვიკითხავდი დიდი, დიდი ,დიდი სიყვარულით
მამუკა
03 ივნისი 2023 19:16
1
ველოდებით ოსიმენისგან მილოცვაას ! თუ მათი მეგობრობა ბლეფი იყო ?? რაც ცნობილი გახდა ეს ამბავი იმის მერე მთელი ღამე ვუყურებ კალჩონაპოლი24 სერია ა ს არხს და და სხვა ტელევიზიებს და ვინ არ ულოცავს ხვიჩას--თანაგუმდელები მეტოქეები რუსები არც მეტი არც ნაკლები ამაყები არიან რომ მათი ლიგიდან წასული ფეხბურთელი სერია ა ს საუკრთესო გახდა ! ერთმა მატჩ ტვ ზე ისიც კი თქვა ამ გაჭირვებაში და ჩვენი ფეხბურთის დაბლოკვაში ხვიჩას ლაურეატობა გულზე მომეფონაო (თუ სწორად გავიგე და გადავთარგმნე) და რაც ალბათ ყველაზე მთავარია--ფეისბუკზე იუთუბზე ოსები და აფხაზებიც კი ამაყობენ ! ეს პატარა ბიჭი ჩვენ საგარეო პოლიტიკასი ასჯერ მეტს აკეთებს ვიდრე მთელი ჩვენი მთავრობა პარლამენტი და სხვა "დიდი" პოლიტიკოსები !!
zura222
03 ივნისი 2023 06:51
1
საღოლ ზურა , ჯიგარი ხარ
ჰდჯ
03 ივნისი 2023 12:47
2
ხვიჩა გილოცავ დიდ აღიარებას!ეს კანონზომიერი იყო და მოხდა!ახლა ჯერი ნაკრებზეა,სადაც შენ უნდა გაუძღვე ბიჭებს მოგებებისკენ,ღმერთმა ინება და ახლა შენს გვერდით კიდევ გიო მიქაუტაძეც იბრწყინებს!ორივენი კი ვიცი რასაც დამართებთ მეტოქის მცველებს,მხოლოდ მოგება ყველასთან!სახლშიც და სტუმრად!დაუმტკიცეთ ყველას რომ ეს აღიარებები ნამდვილად ჭეშმარიტია!!!
ზაზა
03 ივნისი 2023 06:44
1
მგონია რო ვიქტორიც გულდაწყვეტილია, არც მიულოცია, სთორიზე არ დაუდევს. დილორენცომ მიულოცა. არ იმსახურებს კვარა ვინმე მასზე დაბოღმილი რომ იყოს
.
03 ივნისი 2023 00:28
1
ახლა კი ჰოოოოო, იტალიაში მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ და პირველივე წელს მათზე წინ დადგე, ასეთი რამის, წარმოდგენაც კი ზღაპარია. მაშ რა გამოდის? "მივიდა, ნახა, გაიმარჯვა". ეს კი იმის დასტურია, რომ შრომისმოყვარე ქართველი კაცისთვის, დაუძლეველი არაფერია.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ივნისი 2023 00:19
2
ნიგერიელების გარდა ყველა გახარებულია :))
Because he is white წერენ კომენტარებში. იმიტომ გახდა საუკეთესო რო თეთრიაო. უნამუსობაა პირდაპირ.
შარშან ლეაო გახდა, იმის წინ ლუკაკუ და რანაირად არის რასისტების ლიგა.
ოსიმენმაც დაწეროს რამე. მიულოცოს მაინც და დაამშვიდოს ისინი.
საუკეთესო თავდამსხმელი გახდა ოსიმენი და ელოდნენ რომ mvp ც გახდებოდა?
ამხელა ამბიცია საიდან
!!
03 ივნისი 2023 00:00
3
ოსიმენიც ძალიან მაგარი იყო და არა მგონია,მათ შორის დიდი სხვაობა ყოფილიყო,კოეფიციენტებში.ის რომ დაესახელებინათ საუკეთესოდ,არავის გაუკვირდებოდა,რადგან ხვიჩა ბოლო მეოთხედში შედეგიანი მოქმედებებით აღარ გამორჩეულა.ნიგერიელებს რა თქმა უნდა თავისი ურჩევნიათ და მათი მოქმედება,გასაგებია.მათ ადგილზე,ჩვენც ასე ვიქნებოდით.ოსიმენიც მიულოცავს.პრობლემა არ იქნება.
სოსო
03 ივნისი 2023 01:30
11
ხვიჩამ უნიკალური რეკორდი დააფიქსირა არავის არ აუღია 250 მილიონიანი პოსტ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სივრციდან ტოპ 5 ლიგაში mvp-ის წოდება, გადავამოწმე და არც შევჩენკოს მილანის პერიოდში. და ეს შეძლო 3 მილიონნახევრიანი ქვეყნის ეპოქალურმა ბიჭმა ხვიჩა კვარაცხელიამ რაც ორმაგად უფრო საამაყო და დასაფასებელია.
Charley
02 ივნისი 2023 23:34
1
გულითადად ვულოცავ ხვიჩას ამ უდიდეს აღიარებასა და წარმატებას,მაგრამ ობიექტუობისათვის უნდა ვთქვა,რომ შევჩენკოსთან შედარება ჯერ ნაადრევია, ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად იყო დასახელებული,რაც ჩვენი სასიქადულო ბიჭისთვის სამომავლო ამოცანას წარმოადგენს.
რიგითი გულშემატკივარი
03 ივნისი 2023 11:38
5
ბოღმიანებო და ხვიჩას კრიტიკოსებო კიდევ გაქვთ შანსი გონს მოეგოთ ;)
ჩვენა ბიჭმა ეხლა დაიწყო თამაში და უკვე რას მიაღჭია ამით უნდა იამაყოს ერმა მადლობა ხიჩას და ყველას ვინც ამ ადამიანის ნიჭს ადამიანობას სამშობლოს სიყვარულს ხედავს
HK
02 ივნისი 2023 22:55
4
ჯერ შემძვრალები არიან სოროებში და გამოძვრებიან მალე ! 1-2 უკვე გამოძვრა იქეთა სტატიაზე @
zura222
03 ივნისი 2023 06:52
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული